USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
"ლელოს" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა - პარტიებმა სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს
თარიღი:  559

რამდენიმე წუთის წინ "ლელოს" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციის წარმომადგენელბი სამომავლო გეგმებზე საუბრობდნენ და მომავალი აქციაც დაგეგმეს.

ოპოზიცია მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის დროს მდუმარე აქციას გეგმავს, რომლისდროსაც აქციის მონაწილეებს დაურიგდებათ სტიკერები, რომელზედაც ეწერება, რომ "არჩევნები გაყალბდა".
გარდა ამისა ოპოზიცია რესპუბლიკის მოედანზე დიდი ბანერებსაც გამოფენს, რომელთაც ზემოდან საქართელოსა და ამერიკის დროშა ექნება, ხოლო შუაში კი იქნება წარწერა, რომ არჩევნები გაყალბდა.

 შეხვედრის შემდეგ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

მისივე თქმით, დღეს შეხვედრაზე საუბარი იყო საორგანიზაციო საკითხებზე.

„ვიმსჯელეთ, აზრი არის საერთო, საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩატარდეს აქცია, რომელიც დაანახებს ამერიკის სახელმწიფო მდივანს ქართველი ხალხის პროტესტს, ვისაუბრეთ სხვა ტექნიკურ საკითხებზეც, სამართლებრივ საკითხებზეც. გრძელდება კოორდინირებული მუშაობა იმისათვის, რომ საქართველოში გაყალბებული არჩევნები ხელისუფლებას არ შერჩეს და მოვიპოვოთ ხელახალი არჩევნები, საპროტესტო აქციები კვლავინდებურად გაგრძელდება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ოპოზიციური ლიდერების თქმით, ისინი ხვალაც შეიკრიბებიან და დეტალებზე დამატებით იმსჯელებენ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის