USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
„ლელოს” დეპუტატებმა, პარლამენტის შენობიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს
дата:  334

 „ლელოს” დეპუტატებმა, პარლამენტის შენობიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.

როგორც „ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, დროშა მხოლოდ დეკორაცია არ არის, ეს არის პოლიტიკური გზავნილი და განაცხადი.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტის ფასადზე ამ დღეს ადგილი ევროკავშირის დროშისთვის ვერ მოიძებნა. ეს არ არის მხოლოდ დეკორაცია, დროშა - ეს არის პოლიტიკური გზავნილი და განაცხადი”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი არის იმ პარლამენტის თავმჯდომარე, „რომლის ცხვირწინ ევროკავშირის დროშა დაწვეს და მას ამაზე შესაბამისი რეაგირება არ ჰქონია.”

„როგორც ჩანს, შალვა პაპუაშვილს ზედმეტად მიაჩნია, რომ სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის სიმბოლიკაში იყოს, ის დროშა, რომელიც ევროკავშირის და ქართველი ხალხის ევროკავშირისკენ სწრაფვას ასახავს. შარშან არ იყო ის დროშა პარლამენტის წინ?! გვახსოვს, რომ ფასადზე და ყველგან საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშაც იყო. შევახსენებდი, რომ შალვა პაპუაშვილი არის იმ პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის ცხვირწინ ევროკავშირის დროშა დაწვეს და მას არ ჰქონია, ამაზე შესაბამისი რეაგირება.

ასევე, სახელმწიფოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის რამდენჯერმე დაწვაზე, დღემდე ადეკვატური რეაგირება არ ჰქონია და ახლა პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ზედმეტია ევროკავშირის დროშა ფასადზე, რადგან წინ არის ხომ?”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ. ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები.”

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати