USD 2.6453
EUR 3.0156
RUB 3.4078
Тбилиси
„ლელომ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა
дата:  1105

პოლიტიკურმა პარტიამ „ლელო - საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა.

„პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საზოგადოებას ვთავაზობთ ევროპული სტილის ქართველ პატრიოტს, მამუკა ხაზარაძეს“,- განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

თავის მხრივ, პრემიერ - მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ქართულ საზოგადოებას სჭირდება ახალი ძალა და კონკრეტული ადამიანები, თუ ვინ განახორციელებს რეფორმებს.

„ჩვენ გვაქვს სერიოზული მისია, რომ ქვეყანაში დავამარცხოთ სიღარიბე, უმუშევრობა და არაპროფესიონალიზმი“, - განაცხადა მამუკა ხარაზაძემ.

ამასთან აღნიშნა, რომ „მარშალის გეგმა“, რომელიც პარტიას გააჩნია, მიზნად ისახავს ეკონომიკის გაუმჯობესებას და სიღარიბის დაძლევას.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати