USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
"ლელო" - გამოვდივართ ინიციატივით, მოხდეს ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირება
дата:  325

ევროპელი პარტნიორების წინადადებით და მათთან კონსულტაციების შედეგად, "ლელო" გამოდის ინიციატივით, ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირება მოხდეს. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ლელოს“ აღნიშნავს, რომ საბჭოს ამოცანა იქნება, აიძულოს „ქართული ოცნება" შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელსაც ევროკავშირი ელოდება ქვეყნის ხელისუფლებისგან, ნათელი გახადოს პასუხისმგებლობის საკითხი ყველა კონკრეტულ ნაბიჯთან დაკავშირებით და ამით უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების უფლება ზუსტად იყვნენ ინფორმირებულნი ევროკავშირის დღის წესრიგის გამოწვევებთან დაკავშირებით.

„ლელო“ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საპარლამენტო, პროევროპული ოპოზიციის სხვა წევრებთან კონსულტაციებს გამართავს.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ საჭიროა საბჭოსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

„ ქართული ოცნების მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ხელოვნურად შექმნილმა დაბრკოლებებმა, ჩვენი ქვეყნის პარტნიორების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

ცალსახად გაცხადდა, რომ ევროკავშირს სანდო პარტნიორი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ ჰყავს. ამავე დროს, ევროკავშირის დღის წესრიგია, რომ საქართველომ წარმატებით გაატაროს ის რეფორმები, რომელსაც ევროკავშირი ელოდება და ამით გზა გაეხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას. ამ პროცესში ევროკავშირის მთავარი პარტნიორები უნდა გახდნენ ის ორგანიზაციები და პარტიები, რომლებიც რეალურად მუშაობენ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან წამოსული წინადადებით და მათთან კონსულტაციების შედეგად, „ლელო" გამოდის ინიციატივით, რომ მოხდეს ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირება. მის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ ქართული სამოქალაქო სექტორის , არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების წარმომადგენლები და საპარლამენტო/პროევროპული პოლიტიკური ოპოზიციის წევრები. მიგვაჩნია, რომ საჭიროა ამ საბჭოსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

საბჭოს ამოცანა იქნება ოპერატიულ რეჟიმში გააკონტროლოს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის გზით აცნობოს საქართველოს მოქალაქეებს იმ დაბრკოლებების შესახებ, რომელსაც ხელისუფლება უქმნის ევროკავშირში შეტანილი განაცხადის წარმატებას და აქტიურად იმუშაოს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე შიდა და გარე წნეხის კოორდინაციის გზით.

საბჭოს ამოცანა იქნება, აიძულოს „ქართული ოცნება" შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელსაც ევროკავშირი ელოდება ქვეყნის ხელისუფლებისგან, ნათელი გახადოს პასუხისმგებლობის საკითხი ყველა კონკრეტულ ნაბიჯთან დაკავშირებით და ამით უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების უფლება ზუსტად იყვნენ ინფორმირებულნი ევროკავშირის დღის წესრიგის გამოწვევებთან დაკავშირებით.

„ლელო“ აქტიურ კონსულტაციებს გამართავს ამ საკითხზე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საპარლამენტო/პროევროპული ოპოზიციის სხვა წევრებთან.

ამოცანაა, რომ ამ ეტაპზე ერთიანი ძალისხმევით არ მივცეთ ქართულ ოცნებას უფლება, რომ ქვეყანას საბოლოოდ წაართვას ისტორიული შანსი-ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი.

თუმცა, ცხადია, რომ ეს ხელისუფლება არ უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ცხადია რომ საზოგადოება მუდმივად იძულების წესით ვერ გააგრძელებს ურთიერთობას საკუთარ მთავრობასთან, რომელიც უნდა წარმართავდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ამიტომ, ლელო-ს პოზიციაა, რომ საქართველოს ევროპული გზის რეალური და საბოლოო წარმატებისთვის საჭიროა პოლიტიკური ცვლილებები და არჩევნების გზით "ქართული ოცნების" გასტუმრება ქვეყნის მართვის სადავეებიდან", - აღნიშნულია განცხადებაში.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати