USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება: საქართველოს წყლებში წყალქვეშა ნავებს ვხედავ
дата:  1887
ლელა კაკულია სოცქსელში ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს:
"საქართველოს წყლებში წყალქვეშა ნავებს ვხედავ
2023 წლის 25 თებერვალი
ვხედავ სამხედრო გემებს შავ ზღვაში - საქართველოს წყლებში.
რასაც ვხედავ, ყველაფერი სრულდება. კოსმოსიდან კი კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მოდის.
შავ ზღვაზე მარტო სამხედრო გემებს კი არა, წყალქვეშა ნავებსაც ვხედავ.
მსოფიო პოლიტიკა ამოყირავებულია, მაგრამ საქართველოს არაფერი ემუქრება.
დღეს უფრო საშიში ბუნებაა. ის თავის მრისხანებას აჩვენებს ხალხს ვულკანური ამოფრქვევებითა და მიწისძვრებით. ყველაფერი ჯერ ისევ წინაა.
მაგრამ საქართველოს მყარად დგას ფეხზე.
რაც უნდა მოიმოქმედოთ, შადიმანებო, ქართველებს ვერ დააჩოქებთ, ვე-რა!
რასაც ვამბობ, ყველაფერი მთელი სიზუსტით სრულდება.
საქართველო ნატოშიც შევა და ევროკავშირშიც და ყველგან თაიგულებით დაგვხვდებიან. ამინ!!!
 
 
культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати