USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
ლეგენდები ვაზის კულტურის წარმოშობის შესახებ - ჰომეროსი ფაზისის ცინცხლების მფრქვეველ ღვინოზე
дата:  1031
თავისი კაპიტალური ნაშრომის, "საქართველოს ეკონომიური ისტორიის” მეორე ტომის დასკვნით ნაწილში აკად. ივ. ჯავახიშვილი წერდა: "უხვი ამპელოგრაფიული და მევენახეობის ტერმინოლოგია, ვაზ-ყურძნის ჯიშების სიმრავლე, ისევე როგორც მათი სახელების აღმნიშვნელობით გამომჟღავნებული დაკვირვების ნიჭი, ქართული ვაზ-ყურძნის ჯიშების მაღალხარისოხვან თვისებებთან ერთად სრულ უფლებას აძლევს მკვლევარს დაასკვნას, რომ ძველ საქართველოში მევენახეობა უაღრესად განვითარებული ყოფილა. "დაბადებაში” აღბეჭდილს ძველ ებრაულ გადმოცემას, როგორც ვიცით, მეურნეობის ამ დარგის სამშობლოდ ამიერკავკასია მიაჩნია. რაკი ამ წიგნში უადგილობის გამო, მეღვინეობის განხილვა ვერ მოთავსდება, ამის გამო საბოლოო მსჯელობაც მევენახეობა-მეღვნეობის თავდაპირველ სამშობლოზე უნდა შემდეგი წიგნისათვის გადაიდოს, მაგრამ თუ კაცობრიობის კულტურის ამ დარგის თავდაპირველ სამშობლოზე ჯერ მოსაზრების გამოთქმა არ შეიძლება, ყველაფერი რაც ამ წიგნში გამოირკვა, ხომ მაინც ცხადჰყოფს, რომ მევენახეობის ერთ მთავარ ცენტრთაგან უცილობლად საქართველოც უნდა იქნეს მიჩნეული (გვ. 602-603).
 
ივ. ჯავახიშვილს არ დასცალდა ეს დებულება განევითარებინა და ვაზის კულტურის სამშობლოს პრობლემა საბოლოოდ გადაეწყვიტა. მას არ მოუხერხდა "საქართველოს ეკონომიური ისტორიის” მესამე ტომი გამოეცა, სადაც ეს საკითხი იქნებოდა გამოკვლეული და სათანადოდ გადაჭრლი. ამ დიდად მნიშვნელოვანი პრობლემის გარკვევა საქართველოს კულტურის ისტორიის მკვლევარების საპატიო მოვალეობაა.
 
ივ. ჯავახიშვილის გარდაცვალების შემდეგ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ბევრი ახალი მასალა იქნა მოპოვებული, როგორც ეთნოგრაფების, არქეოლოგების, ლინგვისტების, ასევე ბიოლოგების მიერ. კერძოდ, დაგროვდა ახალი მასალა საუკუნეების მანძილზე ქართველი ხალხის მიერ ემპირიული ცოდნის საფუძველზე გამომუშავებულ საწარმოო საშუალებებზე ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების დარგში. ამ მხრივ ქართველი ხალხის პრაქტიკული გამოცდილება უშუალო მწარმოებლის ცოდნა-გამოცდილება დაუშრეტელი წყაროა, რომელიც ცალკე მონოგრაფიულ შრომას მოითხოვს. ამჟამად ჩვენი მსჯელობა შეეხება ხალხურ გადმოცემებს ვაზის კულტურის წარმოშობის შესახებ. სახელდობრ, ძველ ირანულ გადმოცემას, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ივ. ჯავახიშვილი "საქართველოს ეკონომიურ ისტორიის” მეორე ტომზე მუშაობდა, ცნობილი არ იყო.
 
1933 წელს პრუსიის სახელმწიფო ბიბლიოთეკამ ბერლინში შეიძინა ერთი ახალი, მანამდე უცნობი, სპარსული ხელნაწერი, 1365 წლით დათარიღებული. მასში აღმოჩნდა სახელგანთქმული მათემატიკოსის, ფიზიკოსის, ფილოსოფოსისა და პოეტის ომარ ხაიამის (1040-1123 წ.) მანამდე უცნობი ნაწარმოები "ნაურუზნამე”. ამ ნაშრომის ცალკეულ თავებში განხილულია შემდეგი საგნები: ოქრო და ოქრომჭედლობა, საბეჭდავები, ხმალი და ხმლის პირები, მშვილდი და მშვილდოსნობა, საწერ-კალამი, ცხენი და ცხენის თვისებები, მიმინოთი ნადირობა, ღვინო და ღვინის თვისებები.
 
ამ უკანასკნელ თავში ომარ ხაიამს შეუტანია ირანული ძველი გადმოცემა ვაზისა და ღვინის წარმოშობის შესახებ ირანში. ავტორი აღნიშნავს, რომ ეს გადმოცემა დამყარებულია ისტორიული წყაროების მონაცემებზე.
 
გადმოცემის მოკლე შინაარსი შემდეგია: სახელგანთქმული მეფის შამირამის შვილმა უფლისწულმა ბადამმა, სიკვდილს გადაარჩინა ფასკუნჯი, რომელსაც უზარმაზარი გველი ახრჩობდა. მადლიერი ფასკუნჯი სამაგიეროდ მეფეს ყურძნის წიპწებს მიუტანს. მეფის ბრძანებით წიპწებს დათესავენ, აღმოცენდება ვაზი, იგი მოისხამს ყურძენს, მას დაწურავენ და დადგება სასმელი, რომელსაც აღიარებენ სიტკბოების მომნიჭებელ წყაროდ. მეფე ბრძანებს გაშენდეს ვაზის ზვრები მთელს ქვეყანაში ადამიანთა საკეთილდღეოდ. გადმოცემა აღნიშნავს, რომ ფასკუნჯი, რომელმაც ირანში წიპწები მოიტანა, ჩრდილოეთის მხრიდან მოფრინდა (Fr. Rosen, Altpersische Legende über Herkunft des Weines – Festschrift Max Oppenheims, Berlin, 1938. შდრ. მეფე ჯემშიდთან დაკავშირებული გადმოცემა, "ივერია”, 1892 წ., №52.).
 
ეს გადმოცემა მრავალმხრივაა საყურადღებო (დაწვრილებით ეს ლეგენდა განხილულია ჩვენს ნაშრომში, რომელიც დაიბეჭდა უნგრულ Ethnographia–ში, ტ. XVIII, 4, Budapest, 1957).
 
1.      ვაზის გაშენება წიპწით, როგორც ამას სხვადასხვა მონაცემები არკვევენ – ძველია. ძველი ჩანს იგი ქართული მონაცემების მიხედვითაც (ი. ნანობაშვილი, ვაზის კულტურა ქიზიყში, თბ. 1949).
2.      ასევე ძველია სახელმწიფოს ზრუნვა ვაზის შესახებ, როგორც ამას ადასტურებს ხეთების უძველესი კანონთა კრებული.
3.      ლეგენდა იმასაც მოწმობს, რომ სპარსეთში ვაზის კულტურა შეტანილია ჩრდილოეთიდან, რასაც მხარს უჭერს ისტორიული ცნობებიც (Br. Meissner, Babylonien und Assyrien, I, Heidelberg 1923).
ამ მონაცემებიდან ჩვენთვის ამჟამად მთავარი მნიშვნელობა იმას ენიჭება, თუ სად ვარაუდობს გადმოცემა ვაზის კულტურის წარმოშობას.
 
გადმოცემაში დასახელებული ჩრდილოეთის მხარეს, საიდანაც ფასკუნჯმა წიპწები მოიტანა ირანში, – ირანისათვის და მის სამხრეთით მდებარე ქვეყნებისათვის - "ქუსტი პახტარს, - კავკასია და მასში შემავალი ქვეყნებია; ამიტომ ვაზის სამშობლოდ ლეგენდის მიხედვით კავკასია, კერძოდ ამიერკავკასია ივარაუდება. ზემოთქმულს დავძენთ, რომ ეს სახელწოდება ჩრდილოეთის მხარე – ქუსტი აპახტარ შემთხვევითი და კერძო ხასიათის სახელწოდება კი არ არის, არამედ საუკუნეთა მანძილზე გამომუშავებული და განმტკიცებული პოლიტიკურ-გეოგრაფიული ტერმინია.
 
ამგვარად, რაკი გაირკვა, რომ უძველეს სპარსულ გადმოცემაში ვავის კულტურის სამშობლოდ ჩრდილოეთის მხარე, ამიერკავკასია ივარაუდება, მეტი დამაჯერებლობა ენიჭება ძველ ებრაულ გადმოცემას, რომელშიც ვაზის კულტურის სამშობლოდ სამხრეთი კავკასია, არარატის მხარე, "ჩრდილოეთის ქვეყანა”-ა დასახელებული. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ვაზის კულტურის თავდაპირველი სამშობლოს საკითხში ეს ორი ძველთაძველი გადმოცემა ერთიმეორეს ემთხვევა, რაც მათ მონაცემებს სარწმუნოდ ხდის.
 
ყოველივე ზემოთქმულთან ერთად საკითხავია, თუ რა მონაცემებს შეიცავენ ბერძნული და ეგვიპტური გადმოცემები ვაზის კულტურის წარმოშობის შესახებ.
 
ჰომეროსისა (ჰომეროსი ხოტბით იხსენიებს ფაზისის (კოლხეთის) მხარის ცინცხლების მფრქვეველ (შუშხუნა) ღვინოს) და ჰესიოდეს დროს რეალური ვითარება საბერძნეთში ვაზის კულტურის წარმოშობის შესახებ უკვე დიდი ხნით ადრე იყო დავიწყებული. ამიტომ ამ ხანად იქმნება ისეთი ლეგენდები, რომელთა მიხედვით ყოველი კულტურული აღმოჩენა ღვთაებებს მიეწერება. ბერძნული გადმოცემების მიხედვით ვაზის კულტურა ერთის მხრით ღვთაება დიონისეს მიეწერება, ხოლო მეორე მხრით ასტრალურ ღვთაებებს – სირიუსსა და ვერძს. ამდენად ბერძნული თქმულებები გვიანაა წარმოქმნილი და რეალურ ვითარებას ოდნავადაც არ ასახავენ.
 
ასევე გვიან ხანებშია წარმოშობილი ეგვიპტური გადმოცემა ვაზის კულტურის ჩასახვის შესახებ. რამდენადაც ეს გადმოცემა ვაზის კულტურის წარმოშობას ეგვიპტეში ღვთაება ოზირისს მიაწერს, ე.ი. ეკუთვნის იმ დროსა და ხანას, როდესაც უკვე დავიწყებული იყო ვაზის წარმოშობის რეალური ვითარება.
 
ძველი ჩანს ქართული გადმოცემა (კოლხური) ვაზის კულტურის წარმოშობის შესახებ, რომელიც ამ კულტურის ჩასახვას მწყემსს და მწყემსურ მეურნეობას უკავშირებს (მოვიგონოთ ტყის მეურნეობა კოლხეთში, კოლხური ოქროს ვერძი, კოლხური ცინცხლებიანი ღვინო და სხვ.).
 
ახლა, თუ ჩვენ დავუბრუნდებით ირანულსა და ებრაულ გადმოცემებს, რომლებიც ვაზის კულტურის წარმოშობის სამშობლოდ ამიერკავკასიის მხარეს მიიჩნევენ – უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ორი გადმოცემიდან ერთი, ებრაული, სემიტურ სამყაროდან მომდინარეობს, ხოლო მეორე, სპარსულ-ირანული, ე.ი. ინდო-ევროპული სამყაროდან. პირველი მათგანი კულტურულ ვაზის სამშობლოდ გამორიცხავს ვაზის კულტურის ისეთ ძველ ცენტრს, როგორიცაა სირია-პალესტინა, ხოლო მეორე - სპარსეთს. ორივე ეს გადმოცემა ვაზის კულტურის წარმოშობას სამხრეთ კავკასიას უკავშირებს იმ ტერიტორიას, რომელიც ოდითგანვე აბორიგენი იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხით იყო დასახლებული და ამდენად გამორიცხავს სემიტურისა და ინდო-ევროპული ჩამომავლობის მოსახელობის პიონერობას ამ დარგის მეურნეობის წარმოშობის საკითხში. კვლევა-ძიების ეს შედეგი უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ პრობლემის სხვა მხარეების გაღრმავებული შესწავლის დროს.
общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати