USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ლეგენდარული ტელეჟურნალისტი ლარი კინგი და მისი რჩევები ეფექტური კომუნიკაციისათვის
Date:  699

რამდენიმე დღის წინ 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი. ებრაული წარმომავლობის მქონე ერთ-ერთი უდიდესი ტელეჟურნალისტის და პოპულარული შოუს "Larry King live" წამყვანის კარიერა 60 წელს ითვლიდა. 1985-2010 წლებში- უწყვეტად 25 წლის მანძილზე, ლარი კინგს თოქშოუ ტელეკომპანია „სიენენის“ ეთერში მიჰყავდა.ბოლო წლებში ის „რაშა თუდეიში“ მუშაობდა.

60-წლიანი კარიერის განმავლობაში ლეგენდარულმა ლარი კინგმა 50 000 ინტერვიუ ჩაწერა. მათ შორის იყვენენ პოლიტიკური ლიდერები, ცნობილი მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები და ა.შ.

მის რესპონდენტებს შორის იყო ჯერალდ ფორდიდან მოყოლებული აშშ-ის ყველა მოქმედი პრეზიდენტი. მან ჩაწერა ინტერვიუ მარტინ ლუთერ კინგთან, დალაი ლამასთან, ბილ გეითსთან და მარგარეტ ტეტჩერთან.

მას ხშირად ეკითხებოდნენ- ვისგან ისურვებდა ინტერვიუს ჩაწერას.. თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ჟურნალისტმა ამ კითხვას პასუხი გასცა- "ჩემს თოქ-შოუებში თითქმის ყველა ცნობილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ამ მხრივ, სამდურავიც არაფერი მაქვს. თუმცა, ყველაზე მეტად, მაინც იმას ვისურვებდი, რომ ინტერვიუ თავად ღმერთისაგან ამეღო..ჩემი პირველი კითხვა ის იქნებოდა, ჰყავდა თუ არა მას შვილი,რადგან დარწმუნებული ვარ, მის პასუხზე მთელს მსოფლიოში ბევრი რამ იქნებოდა დამოკიდებული.."

ვიმედოვნოთ, რომ იმ ქვეყნად მაინც, ცნობილი ჟურნალისტი ამ ოცნებას აისრულებს, ჩვენ კი ამასობაში გვინდა გაგიზიაროთ ამონარიდები ლარი კინგის წიგნიდან-"ეფექტური კომუნიკაციის საიდუმლო",,სადაც ამერიკის ყველაზე ცნობილი თანამოსაუბრე გვასწავლის საინტერესო საუბრის წარმართვის ხელოვნებას.

"გინდათ დაეუფლოთ ეფექტური საუბრის ხელოვნებას? ისაუბრეთ რაც შეიძლება ბევრი და შეძლებისდაგვარად ხშირად. მეტყველების ხელოვნება იგივეა რაც ითამაშო გოლფი, ატარო მანქანა ან ამუშაო მაღაზია. რაც მეტს ვარჯიშობთ, რაც უფრო მდიდარია თქვენი პრაქტიკა, მით უკეთ გამოგდით. მხოლოდ თეორიით აქ ფონს ვერ გახვალთ. გჭირდებათ ყოველდღიური პრაქტიკა და თანაც სხვადასხვა თანამოსაუბრეებთან.

არ შეგრცხვეთ საკუთარ თავთან საუბრის. თუ მარტო ცხოვრობთ, გაგიმართლათ. ვერავინ შეგიქმნით პრობლემას-ხმამაღლა ესაუბრეთ საკუთარ თავს. განსაკუთრებით გამოგადგებათ ეს რჩევა საჯარო გამოსვლის, ან საქმიანი მოლაპარაკების წინ. ეს იქნება საუკეთესო ტრენინგი თქვენთვის. თუ ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობთ საერთო ჭერქვეშ და საკუთარ თავთან ლაპარაკი ერთგვარად გეჩოთირებათ, განმარტოვდით სადმე, ჩაიკეტეთ საკუთარ ოთახში ან მოკალათდით ავტომობილში.

უბრალოდ კი არ უნდა დეკლარირებდეთ წინასწარ მომზადებულ სიტყვას, არამედ ეს ისე უნდა გააკეთეთ, თითქოს ცოცხალ თანამოსაუბრეს ელაპარაკებით. ყოველი მომდევნო „ტრენინგისათვის“ გააშალაშინეთ „სიტყვები“ , ფრაზები, გულდასმით შეარჩიეთ ტონი, ტემპი. ელაპარაკეთ თქვენს ძაღლს, კატას, ჩიტს ანდა ოქროს თევზსაც კი. ამ საყვარელ შინაურ არსებებთან საუბრისას თქვენ ისწავლით როგორ წარუდგეთ ადამიანებს, ამასთან ისინი არ გაგაწვალებენ-არც უაზრო შეკითხვებით გაგიწყალებენ გულს და არც ლაპარაკს შეგაწყვეტინებენ.

თუ ზუსტად არ იცით, რა უნდა თქვათ, აჯობებს გაჩუმდეთ. გირჩევნიათ ეჭვად აიღონ, რომ თქვენ ცოტა არ იყოს მოიშტერებთ საიმისოდ, რომ საუბარი „გაქაჩოთ“, ვიდრე პირი გააღოთ და ეჭვის ნატამალიც კი აღარ დაუტოვოთ.

ილაპარაკეთ სარკესთან ამ მეთოდით სარგებლობს ბევრი მათგანი, ვისაც უწევს საჯარო გამოსვლა. მაგრამ შეეცადეთ გამოიყენოთ ეს ხერხი ყოველდღიურ ცხოვრებაში. უბრალოდ დადექით სარკის წინ და ისე დაუწყეთ საუბარი საკუთარ გამოსახულებას, ვითომდაც რეალურ ადამიანს ესაუბრებით. ამ დროს, პირველ რიგში, თქვენ ისწავლით როგორ დაამყაროთ მხედველობითი კონტაქტი თანამოსაუბრესთან. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ნებისმიერი კომუნიკაციისას. მეორე რიგში კი თქვენ დაინახავთ როგორ გამოიყურებით სხვასთან საუბრისას. ამ გზით აღმოაჩენთ თქვენს სუსტ წერტილებს და შეძლებთ იმუშაოთ მათ გამოსასწორებლად. ეს ხარვეზები მრავალგვარი შეიძლება იყოს- მაგ: თქვენი სახის გამომეტყველება ანდა გადამეტებული ჟესტიკულაცია.

მინიმუმამდე დაიყვანეთ სლენგისა და ჟარგონების გამოყენება. ასეთი ლექსიკონი ბევრისთვის მიუღებელია. სლენგით მეტისმეტად გატაცების შემთხვევაში თქვენ რისკავთ რომ არასწორად გაგიგებენ.

მოუსმინეთ საკუთარ თავს. როდესაც სხვას ესაუბრებით, თქვენი სიტყვათა ნაკადის გაკონტროლება ძნელია და ამას თითქმის არავინ ცდილობს. შეეცადეთ ყური მიუგდოთ თქვენს ნალაპარაკევს და, შესაძლოა, აღმოაჩინოთ არაერთი თქვენთვის უსიამოვნოდ მოულოდნელი რამ. თურმე თქვენ ხშირად ბოლომდე არც კი ასრულებთ წინადადებებს, ანდა გჩვევიათ ერთი და იგივე აზრის არაერთგზის გამეორება,აღარაფერს ვამბობ იმაზე, როგორ გებმით ენა და რა სიხშირით იყენებთ უსიამოვნო შორისდებულებს: „მმმ“, „ეეე“ „ნუუ“.

დააყენეთ თავი თანამოსაუბრის ადგილზე. კომუნიკაცია არ გახლავთ ცალმხრივი ქმედება. ნებისმიერ საუბარში, როგორც წესი, მონაწილეობს მინიმუმ ორი ადამიანი. თუ გინდათ, რომ თანამოსაუბრე თქვენთან გულწრფელი და გულახდილი იყოს, თქვენც გულახდილი და გულწრფელი იყავით. გინდათ თანამოსაუბრე ძალდაუტანებლად და ბუნებრივად იქცეოდეს,მიეცით ასეთი ქცევის მაგალითი თქვენი მხრიდან. ცნობილი გამოთქმა: „ მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ“ ზედმიწევნით მიესადაგება კომუნიკაციის აქტსაც.

ვინც გინდა იყოს თქვენი თანამოსაუბრე, უნდა შეგეძლოთ სიმშვიდისა და წონასწორობის შენარჩუნება. თუკი ბედმა გაგიღიმათ და კონტაქტს ამყარებთ ადამიანთან, რომელმაც 5 უნივერსიტეტი დაამთავრა ანდა საყოველთაოდ აღიარებული გენიაა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ იგი პირველ ყოვლისა თქვენნაირი ადამიანია, უბრალოდ ადამიანი- დავთარი არ უნდა აგერიოთ და არ იფიქროთ, რომ თავს ვერ გაართმევთ მასთან ღირსეულ საუბარს. ასეთ შიშსა და შფოთში ტყუილუბრალოდ გაფანტავთ იმ შინაგან რესურსებს, რაც საინტერესო ინტერვიუსთვის უნდა მოგეხმარებინათ. და თუ მაინც გთრგუნავთ, ერთი შეხედვით, თქვენზე „მაღალი რანგის“ თანამოსაუბრესთან კომუნიკაცია, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ, შესაძლოა, ეს უკანასკნელიც თქვენზე არანაკლებ განიცდიდეს შებოჭილობას და ავლენდეს სიმორცხვეს. დაანახეთ თანამოსაუბრეს, რომ გხიბლავთ მასთან საუბარი. მაშინ ისიც მიიღებს ამ საუბრიდან საპასუხო სიამოვნებას. ამ შემთხვევაში საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმყოფებით თუ არა ერთსადაიმავე კარიერულ თუ სოციალურ საფეხურზე, ფლობთ თუ არა ერთნაირ ინტელექტს ანდა რეპუტაციას.

სხვებთან წარმატებული ლაპარაკის უნარის ფლობა პირდაპირი გზაა წარმატებისაკენ. დარწმუნებული იყავით, რომ წარმატებულ ადამიანებს საუკეთესოდ გამოსდით კომუნიკაცია.წარმატებისაკენ მიმავალი გზა აუცილებლად გადის მრავალრიცხოვან კონტაქტებზე. უსმინეთ სხვა ადამიანებს. ეს საუკეთესო გზაა თქვენი ცოდნის მარაგის შესავსებად. ამისათვის არ დაგჭირდებათ მრავალრიცხოვანი წიგნების წაკითხვა, ან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა. უბრალოდ შეიწოვეთ სხვებისაგან მომდინარე ინფორმაცია და ყოველთვის გექნებათ მოსაყოლი სხვებისთვის.

ჩემს მიერ შემუშავებული მთავარი წესი საუბრის გასაძღოლად ასეთია: მე ვერაფერ ახალს ვერ ვიგებ, როდესაც თვითონ ვსაუბრობ. არ არსებობს ამაზე უფრო ცხადი ჭეშმარიტება: რაც არ უნდა ვთქვა, ეს მე არაფერს მასწავლის. თუკი მინდა ახლის და მეტის გაგება , მაქვს მხოლოდ ერთი გზა- მოვუსმინო.

გევალებათ იყოთ ცნობისმოყვარე, უნდა განიცდიდეთ ინფორმაციულ შიმშილს.სვამდეთ კითხვებს და კითხულობდეთ განუწყვეტლივ, რომ არ ჩამორჩეთ მოვლენებს, ადამიანებს, ტრენდებს. „მე ადამიანთა იმ კატეგორიას განვეკუთვნები, ვის გვერდით ჯდომასაც არ ისურვებდით თვითმფრინავში, რადგან გაუთავებელი შეკითხვებით ტვინს გაგიბურღავდათ“.

საუბრისას თავი აარიდეთ ერთმნიშვნელოვან კითხვებს. კითხვები, რომლებზედაც გაიცემა პასუხები“ჰო“ და „არა“ ჩაითვლება წარმატებული საუბრის მთავარ ნაკლად.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way