USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
თბილისი
„ლეგენდარული რეჯეფ ერდოღანი, რომელმაც დასავლეთი შეარყია“ - «Sabah» (თურქეთი)
თარიღი:  173

თურქულ პრესაში აქტიურად გრძელდება სტატიების ბეჭდვა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის შედეგს - რეჯეფ ერდოღანის გამარჯვებას ეხება. იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უპირატესად მხარს ხელისუფლებას უჭერენ (ანუ პროსამთავროებად ითვლებიან), პუბლიკაციების აბსოლუტური უმეტესობა თავისი ხასიათით პოზიტიურია და ქება-დიდებით მოიხსენიებს მესამე ვადით არჩეულ პრეზიდენტს. ზოგიერთი ავტორი უფრო შორს მიდის და რეჯეფ ერდოღანს ლეგენდარულ და მითოლოგიურ გმირად, დიდების შარავანდედით მოსილ ადამიანად წარმოსახავს.

გაზეთ „საბაჰში“ (Sabah) გამოქვეყნებულია სტატია შთამბეჭდავი სათაურით - „ლეგენდარული ერდოღანი, რომელმაც დასავლეთი შეარყია“ (ავტორი - ბერჯან თუთარი). მასში განხილულია თურქეთის მესამე ვადით არჩეული ქვეყნის პრეზიდენტის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოსათვის.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ძველ დროში, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, დედამიწის გეოგრაფიას - მსოფლიოს - შვიდ ნაწილად ჰყოფდნენ, ე.წ. „შვიდ ქვეყნად“: ჩინეთად, ინდოეთად, არაბეთად, სპარსეთად, აფრიკად, ოსმალურ და ბერძნულ მიწებად.

ბოლო 400 წლის განმავლობაში დასავლეთმა ბატონობა დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტზე დაიწყო, თუმცა ამ ასწლეულში აშშ-სა და ევროპის მიერ შექმნილი გლობალური წესრიგი, „საბაზრო ცივილიზაციის“ სახელწოდებით, უკვე ინგრევა. თანამედროვე მსოფლიო ისევ ადრინდელ მრავალპოლუსიანობას უბრუნდება.

ამ ცვლილებებში უდიდესი წვლილი, უეჭველია, „ახალ თურქეთს“ შეაქვს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანის ხელმძღვანელობით.

დასავლელი ანალიტიკოსები თურქეთის მეთაურს მსოფლიოს სამი პოლიტიკური ლიდერის - „დიდი სამეულის“ შემადგენლობაში ხედავენ, რომლებიც ახალ მსოფლიო წესრიგს ქმნიან: ვლადიმერ პუტინი, სი ძინპინი და რეჯეფ ერდოღანი. 

ამიტომაც აქცევდნენ ესოდენ დიდ ყურადღებას საპრეზიდენტო არჩევნებს თურქეთში, რომელიც საკვანძო ქვეყნად ითვლება როგორც ძველი, ასევე ახალი მსოფლიოსათვის და რომელიც გლობალურ მასშტაბებს ფლობს.

ხატოვნად თუ ვიტყვით, მსოფლიოს შვილი ნაწილი და ოთხი კონტინენტი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს ჩვენს ქვეყანაში მომხდარ ისტორიულ მოვლენას - არჩევნებს - „ახალი თურქეთის“ მეორე ასწლეულის მიჯნაზე. შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის არჩევნები მთელი მსოფლიოსათვის საბედისწერო მომენტად უნდა ჩაითვალოს.

იმ მილოცვების გამო, რომლებსაც რეჯეფ ერდოღანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებისაგან ზედიზედ იღებდა 28 მაისის გამარჯვების შემდეგ და იმ საერთო-სახალხო ზეიმის ფონზე, რაც ამ გამარჯვებამ გამოიწვია, ჩვენი პრეზიდენტის ირგვლივ ლეგენდები შეიქმნა.

რეჯეფ ერდოღანი, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკაში გლობალური ბრენდი გახდა, „ახალ თურქეთს“ ისეთ მოთამაშედ აქცევს, რომ მსოფლიოსათვის მისაბაძ ნიმუშად ხდება ყველა მიმართულებით.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქმა ხალხმა, რომელმაც სხვა ქვეყნებს დემოკრატიის გაკვეთილი ჩაუტარა 14 და 28 მაისს, თავისი რეკორდულად მაღალი მონაწილეობით სრულიად გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებში, პირდაპირ გააცამტვერა დასავლეთის მიერ რეჯეფ ერდოღანისათვის მიწებებული „დიქტატორის“ იარლიყი.

თურქეთის პრეზიდენტის ლეგენდარული წარმატება ძირს უთხრის გლობალურ სტატუს-ქვოს არა მარტო პოლიტიკურ არენაზე, არამედ სამხედრო, კულტურულ, ეკონომიკურ ფრონტებზე და არის შთაგონების წყარო იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც იმპერიალისტური ცენტრის ძალაუფლების ქვეშ იმყოფებიან.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ იბნ ჰალდუნის (არაბი ფილოსოფი, ისტორიკოსი და მოაზროვნე) ისტორიული და სოციალურად ორიენტირებული დიალექტიკური თეორია, რომელიც აქცენტირებულია და დამყარებულია „ასაბიაზე“ - ანატოლიურ ცოდნაზე, თავის ყველანაირ განსახიერებას სწორედ „ახალ თურქეთში“ ამჟღავნებს.

და დღეს სწორედ ამ ცოდნის მფლობელი ძალა არყევს დასავლური სამყაროს ტახტს. ევროპული ქვეყნების ლიდერები ზედიზედ უკან იხევენ რეჯეფ ერდოღანის ლეგენდარული დიდების წინაშე.

უკვე არა მხოლოდ აღმოსავლეთმა, არამედ დასავლეთმაც დაიწყო იმედების დამყარება რეჯეფ ერდოღანზე, რომელიც საკვანძო მოთამაშე გახდა მსოფლიო დიპლომატიაში და კრიზისების დარეგულირებაში.

ამ ყველაფერს იმისკენ მივყავართ, რომ „თურქული საუკუნის“ სახელით ისევ ვრცელდება ოსმალური უნივერსალიზმი, რომელიც მსოფლიოს ძალიან ჭირდება.

ამრიგად, „ახალი თურქეთის“ წყალობით, რომელმაც დასავლეთის ბატონობას დაარტყა, მსოფლიო კვლავ თავის ნამდვილ - შვიდნაწილიან - სახეს იღებს, უკვე ძალიან მონატრებულ და სასურველ სახეს.

წყარო: https://www.sabah.com.tr/yazarlar/bercan-tutar/2023/06/01/batiyi-sarsan-erdogan-efsanesi

 

რეგიონი
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.