USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა
дата:  1773

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ფრანც ბეკენბაუერი 78 წლისა გარდაიცვალა.

ფრანც ანტონ ბეკენბაუერი (გერმ. Franz Anton Beckenbauer; დ. 11 სექტემბერი, 1945, მიუნხენი, გერმანია — გ. 7 იანვარი, 2024) — გერმანელი ფეხბურთელი, ფეხბურთის მწვრთნელი და მენეჯერი. არისტოკრატული თამაშის სტილის გამო შეარქვეს იმპერატორი (Kaiser). ბევრის მიერ მიიჩნევა ყველა დროის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად; ასევე ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიო ფეხბურთში. ფრანცმა თამაში ნახევარმცველად დაიწყო, შემდეგ კი მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა.

ბეკენბაუერი ორჯერ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად (1972, 1976). ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში. ბრაზილიელ მარიო ზაგალოსთან ერთად, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში გახდა.

მიუნხენის ბაიერნთან ერთად მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი 1967 წელს და ევროპის ჩემპიონთა თასი ზედიზედ სამჯერ (1974–1976). 1990-იან წლებში, ფრანცი ბაიერნის მწვრთნელი გახდა, შემდეგ კი პრეზიდენტი.

ბეკენბაუერი ითვლებოდაა გავლენიან ფიგურად გერმანულ და საერთაშორისო ფეხბურთში.

ადრეული წლები

ფრანც ანტონ ბეკენბაუერი 1945 წლის 11 სექტემბერს დაიბადა ომის შემდგომ მიუნხენში. მისი მშობლები ფრანც ბეკენბაუერი და ანტონი იყვნენ და ის მათი მეორე ვაჟი იყო. მომავალი ფეხბურთელი მუშათა კლასის უბანში იზრდებოდა. მამის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ფეხბურთის თამაში 9 წლის ასაკში დაიწყო მიუნხენ '06-ის ბავშვთა გუნდში[3]. ამ პერიოდში ცენტრ-ფორვარდად თამაშობდა.

თავის კერპად 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონი ფრიც ვალტერი მიაჩნდა. გულშემატკივრობდა მიუნხენ 1860-ს და ამ გუნდში თამაშზე ოცნებობდა[. თუმცა 1959 წელს ბაიერნის ბავშვთა გუნდს შეუერთდა.

საკლუბო კარიერა

ბეკენბაუერის ბაიერნული დებიუტი 1964 წლის 6 ივნისს შედგა გერმანიის რანგით მეორე დივიზიონში, შტუტგარტერ კიკერსთან მატჩში. 1964-65 წლების სეზონი გუნდისათვის წარმატებული აღმოჩნდა და ბაიერნმა მომდევნო სეზონში ბუნდესლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

ბაიერნი მალე ჩამოყალიბდა ქვეყნის ერთ-ერთ საფეხბურთო ლიდერად და 1967 წელს მოიგო როგორც გერმანიის თასი, ასევე ევროპის თასების მფლობელთა თასი. 1968-69 წლების სეზონიდან ბეკენბაუერი გუნდის კაპიტანი გახდა და მისი ლიდერობით იმავე წელს მიუნხენური კლუბი გერმანიის ჩემპიონი გახდა. ამავე პერიოდიდან ფრანცმა ლიბეროდ თამაში დაიწყო, რაც იმას გულისხმობდა რომ თავდაცვითი ფუნქციების შესრულების გარდა, ის თავისი გუნდის ბევრ შეტევასაც იწყებდა. მიიჩნევა რომ ფრანც ბეკენბაუერი საუკეთესოა, ვისაც ამ პოზიციაზე უთამაშია[1]. 1972-1974 წლებში გუნდმა ზედიზედ 3-ჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონის ტიტული. წარმატებას მიაღწია კლუბმა კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ჩემპიონთა თასზეც. 1974 წელს ფინალში მადრიდის ატლეტიკო დაამარცხა და პირველად მოიპოვა ევროპის საუკეთესო კლუბის წოდება. ბაიერნმა ამ ტიტულის შენარჩუნება კიდევ 2-ჯერ შეძლო, — 1975 წლის ფინალში ინგლისური ლიდზი დაამარცხა, ხოლო 1976 წელს ფრანგული სენტ-ეტიენი. ბეკენბაუერი კვლავ რჩებოდა გუნდის მამოძრავებელ ძალად.

1977 წელს ფრანცმა მიიღო ამერიკული ნიუ-იორკ კოსმოსის შეთავაზება. ამ გუნდში ის 1980 წლამდე გამოდიოდა და ამ დროის განმავლობაში 3-ჯერ მოიგო ჩრდილოეთ ამერიკის საკლუბო ტურნირი (1977, 1978, 1980). 1980 წელს გერმანელი სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა ამჯერად ჰამბურგში ჩაირიცხა. აქ მან მორიგი ბუნდესლიგის მოგება მოასწრო, შემდეგ კვლავ ნიუ-იორკ კოსმოსში დაბრუნდა ერთი სეზონით და კარიერა დაასრულა.

სანაკრებო კარიერა

მსოფლიო ჩემპიონატი 1966

მეოთხედფინალში დასავლეთ გერმანიამ ურუგვაი დაამარცხა (4-0), ბეკენბაუერმა კი 70-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა.

ტიტულები

სათამაშო

პერიოდი კლუბი თამაში/გოლი ტიტული
1964-77 ბაიერნი 427 / 60 საკონტინენტთაშორისო თასი: 1976
ჩემპიონთა ლიგა: 1974, 1975, 1976
უეფას თასების თასი: 1967
გერმანიის ჩემპიონი: 1969, 1972, 1973, 1974
გერმანიის თასი: 1966, 1967, 1969, 1971
1977-80 კოსმოსი 105 / 19 აშშ-ს ჩემპიონი: 1977, 1978, 1980
1980-82 ჰამბურგი 28 / 0 გერმანიის ჩემპიონი: 1982
1983 კოსმოსი 27 / 2  
1965-77 გერმანია 103 / 14 მსოფლიოს ჩემპიონი:1974
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი: 1966
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი:1970
ევროპის ჩემპიონი: 1972
ევროპის ვიცე-ჩემპიონი:1976
პირადი მიღწევები
1972 ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი
1976 ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი

სამწვრთნელო

პერიოდი კლუბი ტიტული
1984-90 გერმანია მსოფლიო ჩემპიონი:1990
მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი: 1986
1990-91 ოლიმპიკი (მარსელი)
1994 ბაიერნი (მიუნხენი) გერმანიის ჩემპიონი:1994
1996 ბაიერნი (მიუნხენი) უეფას თასი:1996

ინდივიდუალური

  • XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელი Placar-ის ვერსიით: 1999 
  • FIFA 100: 2004 
Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати