USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ლებრონ ჯეიმსი აშშ-ის საუკეთესო სპორტსმენად მეოთხედ დასახელდა
дата:  991
საინფორმაციო სააგენტო Assocciated Press - ის ვერსიით აშშ-ის წლის სპორტსმენად ლებრონ ჯეიმსი დასახელდა.
 
"მეფე" NBA-ის ჩემპიონი გახდა "ლეიკერსთან" ერთად და ფინალური სერიის MVP-ის ტიტულიც ირგუნა. ამას გარდა აღინიშნა მოძრაობაში Black Lives Matter (შავი სიცოცხლეც ფასეულია) მისი აქტიურობა და მრავალწლიანი საქველმოქმედო საქმიანობა.
აღნიშნული სააგენტო ლებრონს წლის საუკეთესოს ტიტულს უკვე მეოთხედ აკუთვნებს.
 
უფრო ადრე წლის საუკეთესო სპორტსმენად 35 წლის ჯეიმსი Sports Illustrated - ის ვერსიითაც დასახელდა.
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати