USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს
თარიღი:  474

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრები, უფლებადამცველები და მხარდამჭერები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.

ისინი პრეზიდენტს სთხოვენ, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს, რომელსაც დღეს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შესაბამისი მოთხოვნით მათ სალომე ზურაბიშვილს განცხადებით უკვე მიმართეს.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის