USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
ლაზარე გრიგორიადისის მამა - როცა ნახავდა ტელევიზიით, რომ რობოკოპები ემზადებიან ხალხის დასარბევად, იცვამდა და მოდიოდა, ხალხის გვერდით დგებოდა... ის თავის ვიზუალის გამო არის დაჭერილი
Date:  906

ყოველთვის ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოში ვიღაც ამ ვიზუალს გამოიყენებს. ზუსტად ამ ვიზუალის გამო არის ბავშვი დაჭერილი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე  განუცხადა ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ .

„რა თქმა უნდა, თავისუფლებას მოვითხოვ. ორი დღეა ცუდად ვარ, მაგრამ გავმაგრდები. ყოველთვის ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოში ვიღაც ამ ვიზუალს გამოიყენებს. ზუსტად ამ ვიზუალის გამო არის ბავშვი დაჭერილი. ჩემ შვილთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია, უბრალოდ, კაცურად ვარიგებდი როგორ შეიძლება იაროს საქართველოში. ძალადობდა თუ არა ის პოლიციელზე, ჯერ არ ვიცით, ალბათ, დაგვიმტკიცებენ. ჩემი შვილი არცერთ პარტიაში არ იყო. როცა ნახავდა ტელევიზიით, რომ რობოკოპები ემზადებიან ხალხის დასარბევად, იცვამდა და მოდიოდა, ხალხის გვერდით დგებოდა. იქ არ იყო მისული ვიღაცის დაძახებით, ნახა, რომ დარბევის ვარიანტი იყო, გამოვარდა სახლიდან და დადგა რუსთაველზე“, - განაცხადა ბექა გრიგორიადისმა.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way