ყოველთვის ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოში ვიღაც ამ ვიზუალს გამოიყენებს. ზუსტად ამ ვიზუალის გამო არის ბავშვი დაჭერილი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ .
„რა თქმა უნდა, თავისუფლებას მოვითხოვ. ორი დღეა ცუდად ვარ, მაგრამ გავმაგრდები. ყოველთვის ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოში ვიღაც ამ ვიზუალს გამოიყენებს. ზუსტად ამ ვიზუალის გამო არის ბავშვი დაჭერილი. ჩემ შვილთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია, უბრალოდ, კაცურად ვარიგებდი როგორ შეიძლება იაროს საქართველოში. ძალადობდა თუ არა ის პოლიციელზე, ჯერ არ ვიცით, ალბათ, დაგვიმტკიცებენ. ჩემი შვილი არცერთ პარტიაში არ იყო. როცა ნახავდა ტელევიზიით, რომ რობოკოპები ემზადებიან ხალხის დასარბევად, იცვამდა და მოდიოდა, ხალხის გვერდით დგებოდა. იქ არ იყო მისული ვიღაცის დაძახებით, ნახა, რომ დარბევის ვარიანტი იყო, გამოვარდა სახლიდან და დადგა რუსთაველზე“, - განაცხადა ბექა გრიგორიადისმა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/