საქართველოს პოლიტიკა შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში „გულძმარვას იწვევს“, საქართველოს ხელმძღვანელობაზე თავდასხმები შეიძლება გაგრძელდეს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა.
„საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ გატარებული პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის ეროვნული ინტერესების პატივისცემასა და დაცვაზე, ვაშინგტონში, ბრიუსელსა და დასავლეთის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში გულძმარვას იწვევს. თუ ვაშინგტონსა და ბრიუსელში გაკეთებული კომენტარებით ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობაზე თავდასხმები შესაძლოა, გაგრძელდეს”, - აღნიშნა გალუზინმა.
მისი მტკიცებით, საქართველოს ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, რათა დაიცვას თავისი პრაგმატული კურსი, რომელიც მიმართულია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.