რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინისთვის ტერიტორიულ დათმობაზე წასვლა გამორიცხა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„როგორ დავუთმოთ, რუს ხალხთან ერთად, თუ ადამიანების გარეშე? მხოლოდ იშვიათ წიაღისეულ ლითონებთან ერთად?“, - ციტირებს მედია ლავროვს.
რუსეთის პირველმა დიპლომატმა აგრეთვე თქვა, რომ უკრაინისთვის ტერიტორიული დათმობა საბჭოთა კავშირის შექმნის დროს მოხდა, როცა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრებში შეიყვანეს „უზარმაზარი ტერიტორიები, სადაც ასწლეულების მანძილზე რუსი ხალხი ცხოვრობდა, აშენებდა, ქმნიდა ქალაქებს, აღმართავდა ქარხნებს“.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.