USD 2.6984
EUR 3.1536
RUB 3.3370
Тбилиси
ლავროვი - პუტინი მზად არის, ზელენსკის შეხვდეს იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებაზე განსახილველი საკითხები შეხვედრამდე იქნება მომზადებული
дата:  587

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი მზად, არის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებაზე განსახილველი საკითხები შეხვედრამდე იქნება მომზადებული.

ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი თანახმაა, დასავლეთმა უკრაინას უსაფრთხოების კოლექტიური გარანტია მისცეს, რომლის პრინციპებიც ფაქტობრივად, 2022 წელს სტამბოლში შეხვედრისას იყო შეთანხმებული.

მაშინ სტამბოლში მოსკოვის ერთ-ერთი პირობა უკრაინის არმიის რიცხობრივი შემადგენლობის შემცირება და უკრაინის ნეიტრალიტეტი იყო.

„ჩვენს პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ ის მზად არის, შეხვდეს მათ შორის ბატონ ზელენსკის იმის გააზრებით, რომ ყველა საკითხი, რომელიც მაღალ დონეზე განხილვას საჭიროებს, კარგად დამუშავდება, და ექსპერტები, მინისტრები შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ - რა თქმა უნდა იმის გაგებით, რომ როცა, იმედი მაქვს, საქმე მომავალი შეთანხმების ხელმოწერამდე მივა, იმ პერსონის ლეგიტიმაციის საკითხი გადაწყვეტილი იქნება, რომელმაც ამ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს“, - თქვა ლავროვმა.

Тбилиси
დღეიდან მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მგზავრთა მომსახურება განახლდა

მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრთა მომსახურებას დღეიდან განაახლებს, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროსადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს.

 „რაც შეეხება სხვა მეტროსადგურებს, ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

 გარდა ამისა, მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ, ნაცვლად მარჯვენა ესკალატორისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურის დატოვებას მარჯვენა ესკალატორით შეძლებენ.

 მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ მომსახურება 12 ივლისს შეწყვიტა, რა დროსაც განხორციელდა დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრებისა და ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати