USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
ლავროვი - დონალდ ტრამპს ომის დასრულება და მშვიდობა სურს, ევროპა კი ომის სახით „ბანკეტის გაგრძელებას“ ითხოვს
Date:  861

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირ ამბობს, რომ მშვიდობა სურს, ევროპა კი ომის სახით „ბანკეტის გაგრძელებას“ ითხოვს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"ახლა, ჯო ბაიდენის "ვადის" შემდეგ, მოვიდა ხალხი, ვისაც სურს იხელმძღვანელოს საღი აზრით. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ უნდათ ყველა ომის დასრულება, უნდათ მშვიდობა. ვინ ითხოვს "ბანკეტის გაგრძელებას" ომის სახით? ევროპა", - აღნიშნა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, ბოლო ხუთი საუკუნის განმავლობაში, მსოფლიოს ყველა ტრაგედია წარმოიშვა ევროპაში ან მოხდა ევროპული პოლიტიკის წყალობით.

მინისტრის თქმით, ამერიკელებს არანაირი პროვოკაციული როლი არ უთამაშიათ.

„ევროპელი ლიდერების გეგმები უკრაინაში სამშვიდობოების შემოყვანის შესახებ არის თავხედობა, რაც რუსეთის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად კიევის რეჟიმის „მიქსევაა“. პრეზიდენტი დონალდ ტრამპს ყველაფერი ესმის. მისი თქმით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, როდის დარეგულირდება კონფლიქტი. „შეგიძლიათ განიხილოთ ეს საკითხი, მაგრამ მხარეთა თანხმობა იქნება საჭირო“. ის სწორად იქცევა", - აღნიშნა ლავროვმა.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way