USD 2.6788
EUR 2.8583
RUB 2.8498
Tbilisi
ლაშა ტალახაძეს აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
Date:  552

საქართველოს ძალოსანთა ოლიმპიური გუნდი სამშობლოში დაბრუნდა. ძალოსნებს თბილისის სერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრებთან ერთად გულშემატკივრებიც დახვდნენ, რომელთაც საზეიმო დახვედრა მოაწყვეს. „მადლობა“ – ამ შეძახილებით დახვდნენ ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს.

„პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ასეთი დახვედრისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევინარჩუნე უკვე მეორედ ოლიმპიური ოქროს მედალი, რაც ძალიან სასიხარულო არის. მოგეხსენებათ ძალიან დიდი პერიოდი ვემზადებოდით ამის გამო და დაგვიფასდა თითოეულ ჩვენგანს. მადლობა კიდევ და კიდევ ჩვენს ბიჭებს, რომლებმაც შეძლეს და მოიპოვეს მედლები და ჩვენს გულშემატკივარს. ძალიან დიდი მადლობა, გაიხარეთ“, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ოლიმპიურ თამაშებზე ტალახაძემ საქართველოს ნაკრებს მე-2 ოქრო მოუტანა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებისთვის ეს მე-7 მედალია.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way