USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
ლაშა ხუციშვილი: მუნიციპალიტეტები 2025 წელს დღგ-ის სახით დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ
თარიღი:  473

მუნიციპალიტეტები 2025 წელს დღგ-ის სახით დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში განხილვის ეტაპზეა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, დამატებული ღირებულების გადასახადის ჯამური მოცულობიდან, 19%-ის ნაცვლად 20% მიიმართება მუნიციპალურ ბიუჯეტებში.

„აღნიშნული ცვლილებით, მუნიციპალიტეტები 2025 წელს დღგ-ის სახით დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ. მათი კუთვნილი დღგ-ის მოცულობა, ჯამურად, 2 მილიარდ 34 მილიონი ლარი იქნება, რაც 2024 წლის გეგმიურ მაჩვენებელზე 300 მილიონი ლარით მეტია. გარდა ამისა, 580 მილიონი ლარია გათვალისწინებული ქალაქ თბილისის ტრანსფერის სახით, რომლის ფარგლებში დედაქალაქის მერია გეგმავს ახალი პროექტების დაწყებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერებისთვის გათვალისწინებულია 65 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა განსაზღვრულია 760 მილიონი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან 90 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული ქალაქების - ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის კაპიტალური პროექტებისთვის, რაც ასევე სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, 2025 წლის ბიუჯეტი პირველად ითვალისწინებს ახალ პროგრამას - ახალ ფონდს, რომელიც მიიმართება სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერისთვის და მისი მოცულობა 20 მილიონ ლარს შეადგენს.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის