USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
Тбилиси
ლაშა ხუციშვილი: 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი 700 მილიონ ლარზე მეტით იზრდება
дата:  1211

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტით გათვალისწინებულ სიახლეებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თავდაპირველად დაიგეგმა 27 მილიარდ 800 მილიონ ლარზე მეტი მოცულობით. მისი თქმით, გადამუშავებულ ვერსიაში ბიუჯეტი იზრდება 700 მლნ ლარით, რომლის წყაროც იქნება საგადასახადო შემოსავლები.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა დამატებითი რესურსების მობილიზებაზე, რისთვისაც გაანალიზდა საბანკო სფეროში 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ტენდენციები, სადაც გამოიკვეთა, რომ მოსალოდნელია საბანკო/საფინანსო სექტორიდან მომდევნო წელს მოგების გადასახადის სახით დამატებით 300 მილიონი ლარის მიღება. მისი თქმით, ასევე ცვლილებებია გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მიმართულებით.

„ახალი ინიციატივით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10 პროცენტისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 პროცენტით, დღეს მოქმედი 2 პროცენტის ნაცვლად. აღნიშნული ინიციატივა 2024 წელს მოგვიტანს დამატებით 400 მილიონი ლარის რესურსს. ჯამში, ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გაიზრდება 700 მილიონ ლარზე მეტით და ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 28,5 მილიარდი ლარი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

мир
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати