USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
Тбилиси
ლარში იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა
дата:  918

ეროვნულ ვალუტაში გაცემული იპოთეიკური და სამომხმარებლო სესხების საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის თანახმად, 2024 წლის დეკემბერში იპოთეკური კრედიტების განაკვეთმა ლარში საშუალოდ 12.63% შეადგინა, რაც ნოემბერთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით მეტია. ერთწლიან ჭრილში კი ამ სესხების განაკვეთი 1.37 პროცენტული პუნქტით არის გაძვირებული.

გაზრდილია სამომხმარებლო სესხების განაკვეთიც და ის 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით 18.16%-ს შეადგენს. ნოემბერთან შედარებით 0.41 პროცენტული პუნქტის მატებას წარმოადგენს, ხოლო ერთწლიან ჭრილში განაკვეთი 0.27 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

ხვალ, 28 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის შესახებ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ბოლოს სებ-მა განაკვეთი 2024 წლის 22 მაისს შეცვალა და ის 0.25 პროცენტული პუნქტით 8%-მდე შეამცირა. იმ შემთხვევაში თუკი განაკვეთი გაიზრდება, მასზე მიბმული კრედიტების განაკვეთიც შესაბამისად მოიმატებს.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ფიზიკური პირების სესხებში სწორედ ამ კატეგორიის კრედიტები დომინირებენ, კერძოდ სამომხმარებლო სესხების პორტფელი 12 მილიარდ ლარს, იპოთეკური სესხების პორტფელი კი 11.9 მილიარდი ლარის ტოლია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ასე იცვლებოდა:

  • ნოემბერი 2023: 11.47%
  • დეკემბერი 2023: 11.26%
  • იანვარი 2024: 11.49%
  • თებერვალი 2024: 11.49%
  • მარტი 2024: 11.46%
  • აპრილი 2024: 11.17%
  • მაისი 2024: 11.30%
  • ივნისი 2024: 11.40%
  • ივლისი 2024: 11.57%
  • აგვისტო 2024: 11.67%
  • სექტემბერი 2024: 11.80%
  • ოქტომბერი 2024: 11.85%
  • ნოემბერი 2024: 12.03%
  • დეკემბერი 2024: 12.63%

2024 წლის დეკემბერში ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა შემცირდა

2024 წლის დეკემბერში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ფიზიკურ პირებზე სულ 360 მილიონი ლარის იპოთეკური სესხები გასცეს. სესხების ეს მოცულობა წინა თვესთან, ნოემბერთან შედარებით 7%-ით ნაკლებია, ხოლო წლიურ ჭრილში 14%-ით არის შემცირებული.

თუმცა, მთლიანად 2024 წლის განმავლობაში საბანკო სექტორის მიერ გაცემული ახალი იპოთეკური სესხების ნაკადების მოცულობამ 4.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 12%-ით მეტია. ზრდა აღინიშნებოდა ყველა თვის განმავლობაში გარდა იანვრისა და დეკემბრისა.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати