USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
Tbilisi
ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში თბილისი დღეს მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
Date:  84

025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით თბილისში მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია იმართება.

კონფერენციაზე, სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“ მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს. მათ შორის არიან ბელგიის, ისლანდიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების - Gojo & Company, Ant International-ის, The Global Finance & Technology Network-ის, ასევე საქართველოს საფინანსო სექტორისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები.

კონფერენციას გახსნის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა. ღონისძიების სტუმრები მოისმენენ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეფრი საქსის მილოცვას.

შეკრებილი სტუმრების წინაშე ასევე წარსდგებიან სორბონის უნივერსიტეტის, ბრეტონ ვუდსის ახალი კომიტეტისა და სხვა ცნობილი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ფინანსური სექტორის მაღალი რანგის ექსპერტები.

პანელური დისკუსიების მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა გლობალური ფინანსური სისტემები და მონეტარული პოლიტიკა, ინიციატივები საფინანსო სექტორში, ახალი გამოწვევები და ცენტრალური ბანკების როლი რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ლარის საიუბილეო წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი სხვადასხვა აქტივობებს გამართავს. დაგეგმილია ლარი 30-ის საკოლექციო ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის მონეტების პრეზენტაცია და რეალიზაცია, საკოლექციო დანიშნულების ბანკნოტისა და მარკის გამოშვება. გარდა ამისა, გამოიცა სებ-ის განახლებული სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი, ქართული ფულისა და ლარის კატალოგები. მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ასევე ჩატარდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობები.

ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. სიტყვა „ლარი“ ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო, „თეთრი“ XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.

tbilisi
გლდანში მეშვიდე მიკრორაიონის N10 კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
გლდანის რაიონის გამგეობამ მეშვიდე მიკრორაიონის N10 კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები 1000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდება.
 
 ტერიტორიაზე მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 286 659 ლარი დაიხარჯება.
 
ამასთან, მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
 
სკვერის პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია მოსახლეობას გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ მიაწოდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way