USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ლარი ევროსთან 2.41 თეთრით, დოლართან კი - 1.59 თეთრით გამყარდა
дата:  

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 15 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან და ევროსტან მიმართებით გამყარდა.

კერძოდ, ლარი დოლართან 1.59 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6582 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 2.41 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9067 ლარი გახდა.

Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати