USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა
дата:  518

4 იანვრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.20 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6869 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.58 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9390 ლარი გახდა.

2.09 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4156 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 9.03 თეთრი შეადგინა.

Тбилиси
სოფელ დიღომში, ფატმანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება
პროექტის ფარგლებში, 8 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. ადგილობრივ მოსახლეობას აქამდე გრუნტიან გზაზე უწევდა გადაადგილება, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ისინი კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „პერიმეტრი" ახორციელებს.
სამუშაოების ჯამური ღირებულება 800 000 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და პარლამენტში საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.
 
 
 
более
голосование
Кстати