USD 2.7010
EUR 3.1496
RUB 3.4885
Тбилиси
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
дата:  424

21 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 2.62 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7274 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.01 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9639 ლარი გახდა.

2.95 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4687 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 8.47 თეთრი შეადგინა.

16 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების შესარბილებლად 60 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც 2024 წლის პირველი სავალუტო ინტერვენცია იყო.

мир
რომის პაპი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს

რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს.

რომის პაპის ლეო XIV-ს განცხადებით, თუ აშშ-ს ვენესუელაში ხელისუფლების ცვლილება სურს, მაშინ „დიალოგის ან ეკონომიკური ზეწოლის“ გამოყენება უმჯობესი იქნება.

„დიალოგის, ან შესაძლოა ზეწოლის, მათ შორის ეკონომიკური ზეწოლის გამოყენების გზების მოძებნა უმჯობესია“, - განაცხადა რომის პაპმა.

ასევე, მისი თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გზავნილები ხშირად გაურკვეველია.

„ერთი მხრივ, როგორც ჩანს, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი იყო. მეორე მხრივ, არსებობს იმის საფრთხე, რომ სამხედრო ოპერაცია იქნება. აშშ-დან გზავნილები ხშირად იცვლება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

более
голосование
Кстати