USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
თბილისი
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის სავალი ნაწილი და განხორციელდა ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია
თარიღი:  765

თბილისის მერი კახა კალაძე გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს ჩაუტარდა.

პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის სავალი ნაწილი და განხორციელდა ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია. მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ამორტიზებული გაზმომარაგების მილები შეიცვალა და საჰაერო სადენები მიწისქვეშა განთავსდა.
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი ურთულესი სატრანსპორტო კვანძი იყო, სადაც ყოველთვის საცობი იყო და გადაადგილება ჭირდა. სხვადასხვა მიმართულებით მიმავალი ავტომობილები ხელს უშლიდნენ ერთმანეთს, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. დღეს ყველაფერი მოწესრიგებულია - არსებული გზა გაფართოვდა და გახდა სამზოლიანი. ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვალა ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა კომუნიკაციები. მოეწყო სანიაღვრე სისტემა, რომელიც არ არსებობდა; ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დამონტაჟდა განათების ბოძები და „ჭკვიანი“ შუქნიშნები, რომლებიც რეალურ დროში გვაძლევს ნაკადების მართვის შესაძლებლობას. პარალელურად, მიმდინარეობს შუქნიშნების კალიბრაცია. პროცესს, დაახლოებით, ათი დღე დასჭირდება, რათა შეირჩეს კონკრეტული ნაკადების გადანაწილების სწორი დრო, რაც მოგვცემს საშუალებას, ყველა მიმართულებით, კიდევ უფრო მეტი სატრანსპორტო საშუალება გავატაროთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, კომპანიებსა და მათ თანამშრომლებს, ვინც ჩართული იყო პროექტში. მართლაც ძალიან კარგი ნამუშევარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გმირთა მოედანზე საგზაო სამუშაოები 32 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა. დაიგო ასფალტის საფარი და ტერიტორია ადაპტირდა შშმ პირებისთვის. პროექტი წარიმართა წინასწარ შემუშავებული საგზაო მოძრაობის ოპტიმიზებული სქემის მიხედვით. ტერიტორია აღიჭურვა უახლესი თაობის, ხელოვნური ინტელექტის სისტემაზე დაფუძნებული შუქნიშნებით, რომლებიც რეალურ დროში აკონტროლებენ სატრანსპორტო ნაკადებს და ავტომატურად არეგულირებენ შუქნიშნის ფაზებს, რაც მოძრაობას კიდევ უფრო ოპტიმალურს გახდის.
ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო საფეხმავლო გადასასვლელი, რომელიც, ფაზების ცვლილებისას, ავტომობილების მოძრაობის შეფერხების გარეშე, ქვეითებს უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. გადა ამისა, გამოიყო დამატებითი საავტომობილო ზოლი, რაც ნაკადების დინამიკურ გადანაწილებას შეუწყობს ხელს, უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის კი, მოეწყო კუნძულები და სრულად განახლდა საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნები.
პროექტის ფარგლებში, ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 141 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი, 4 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახის საფარი.
სამუშაოები, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დედაქალაქის მერიის შესაბამის უწყებებთან ერთად აწარმოვა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9,5 მლნ ლარით დაფინანსდა.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილეები - ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ბაგაშვილი იმყოფებოდნენ.
მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის