USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია იწყება
Date:  707

თბილისის მერია გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს იწყებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის მიზანი ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და საავტომობილო მოძრაობის განტვირთვაა. მისივე თქმით, სამუშაოების ბიუჯეტი, დაახლოებით, 4 მლნ ლარია.

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი რთული სატრანსპორტო კვანძია ქალაქში, რომელიც ხშირად პრობლემას წარმოადგენს გადაადგილების თვალსაზრისით თავისი სივიწროვიდან გამომდინარე. ჩვენ მოვახდინეთ ბენზინგასმართი სადგურების ადგილმონაცვლეობა და გვინდა, რომ დავიწყოთ პროექტი, რომელიც გულისხმობს გზის გაფართოებას, რათა გაიზარდოს ამ მონაკვეთის გამტარუნარიანობა და არსებული პრობლემები გამოსწორდეს. გარდა ამისა, მოწესრიგდება ზებრა გადასასვლელები და ტროტუარი. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way