USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
ლაგოდეხში ძლიერი სეტყვა იყო - დასეტყვილია ბაღები და განადგურებული მოსავალი
Date:  

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. გუშინ მოსულმა სეტყვამ ვენახები, საზამთროსა და ნესვის ბაღები დააზიანა.

ძლიერი ქარი, სეტყვა და წვიმა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. განსაკუთრებით რთული ვითარება შრომასა და ნინიგორის თემში. სტიქიის შედეგად, ასევე, გაანადგურა ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები. დაზარალებული ფერმერების თქმით, ვენახების 80% დაზიანებულია.

სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ვითარებას ეცნობიან. ზარალს კი სპეციალური კომისია ითვლის.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way