USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Тбилиси
BlackRock-მა TBC PLC-ის 5.02%-იანი წილი შეისყიდა - კომპანია ასევე "საქართველოს ბანკის" მეწილეთა სიაში, 6,1%-ით, მეორე ადგილს იკავებს - GBC
дата:  110

BlackRock, Inc.-მა TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) აქციების 5.02% შეიძინა - ნაწილი პირდაპირი ფორმით, - 4.02% პირდაპირი ფორმით, ხოლო დამატებით 1% ფლობა ფინანსური ინსტრუმენტებით მოიპოვა.

GBC-ს ინფორმაციით, ტრანზაქცია 2025 წლის 12 მაისს, ლონდონში დაიხურა. შედეგად, BlackRock-ის მიერ ფლობა საერთო ხმის უფლების მქონე აქციებში განისაზღვრა 5.02%-ით, რაც 2 827 737 აქციას უტოლდება.

გამოცემა განმარტავს, რომ განსხვავების კონტრაქტი (CFD) არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ინვესტორს საშუალებას აძლევს, მიიღოს სარგებელი აქტივის ფასის ცვალებადობიდან - ფაქტობრივი ფლობა აქციის გარეშე. ინვესტორი დებს კონტრაქტს, რომ დაფარავს ფასთა სხვაობას ღირებულების ცვლილების საფუძველზე.

გამოცემის ცნობითვე, აქციების სესხების მექანიზმი გუყლისხმობს, რომ ინვესტორი დროებით იღებს აქციებს სხვა მფლობელისგან (ხშირად გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ), რაც აძლევს მას დროებით ხმის უფლებას, მაგრამ ფლობის სამართლებრივი უფლება კვლავ გამსესხებელს ეკუთვნის.

როგორც წესი, ამ მექანიზმს რამდენიმე მიზნით იყენებენ ხოლმე. კერძოდ, როცა ინვესტორს ან აქციონერს სურს გავლენა მოახდინოს კომპანიის გადაწყვეტილებებზე, მაგალითად, გენერალურ კრებაზე. ასევე, ეს ინსტრუმენტი ხელს უწყობს სხვადასხვა სტრატეგიის განხორციელებას. ფიზიკური აქციების ყიდვა გაცილებით დიდი ხარჯია (მრავალჯერადი საფასური, ტრანზაქციის სირთულე), ამით კი მსესხებელი გრძელვადიან ან მოკლევადიან სტრატეგიებს უკეთ მართავს.

ორივე მექანიზმი BlackRock-ს შესაძლებლობას აძლევს, გააფართოოს თავისი გავლენა TBC PLC-ში მთლიანი საკუთრების გარეშე.

BlackRock მსოფლიოში უმსხვილესი აქტივების მმართველი კომპანიაა, რომლის მეშვეობითაც გლობალურ ბაზრებზე ტრილიონობით დოლარის ღირებულების კაპიტალი ბრუნავს. კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ინსტიტუციური ინვესტორი, ასევე მსხვილი კორპორაციების პარტნიორი.

BlackRock-ის სახელი TBC PLC-ის 2023 წლის ანგარიშშიც ფიგურირებს.

წყარო:https://rustavi2.ge

Тбилиси
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати