USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«El Mundo» (ესპანეთი): „კიევისადმი სოლიდარობა მცირდება“
თარიღი:  635

ესპანური გაზეთი „ელ მუნდო“ (El Mundo) აქვეყნებს სტატიას სათაურით „კიევისადმი სოლიდარობა მცირდება“ (ავტორი - სილვია რომანო).

 „ვლადიმერ პუტინი მშვიდად ელოდება მოვლენების განვითარებას. ზის კრემლში და სიტუაციას აკვირდება. არამარტო იმიტომ, რომ საათი დროს რუსეთის სასარგებლოდ ითვლის,  რომ მოსკოვს შეუძლია მობილიზაცია კიდევ ჩაატაროს და ფრონტზე ახალი ძალები გაგზავნოს, არამედ იმიტომაც, რომ მას აინტერესებს რა მოხდება დასავლეთის ქვეყნებში, რომლებშიც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს - პოლონეთში, სლოვაკეთში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და სხვაგან“, - ნათქვამია სტატიაში.

„ევროპული ქვეყნების ბლოკში, რომლისგანაც უკრაინა მნიშვნელოვან დახმარებასა და მხარდაჭერას იღებდა, ახლა სიტუაცია მყიფეა და არასტაბილური. მმართველი პარტიების ყურადღება ახლა შიდაპოლიტიკურ მომენტებზეა გადატანილი, რომ რაც შეიძლება მეტი ხმები მიიღონ არჩევნების ჟამს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიევისადმი დახმარების საკითხი გვერდზეა გადადებული და მათ უმთავრესად საკუთარი პრობლემების მოგვარება აინტერესებთ“, - აღნიშნავს ავტორი.

„მსგავსი რამ მოსალოდნელია ატალანტის ოკეანის მეორე მხარეს - ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც არაოფიციალურად დაწყებული წინასაარჩევნო კამპანია ქვეყნის შიდა პრობლემებზეა კონცენტრირებული. თანაც ამ რბოლაში სავარაუდო გამმარჯვებელი დონალდ ტრამპი მაინცდამაინც ისე მძაფრად არ გამოდის „უკრაინისა და ევროპის უპირველესი მტრის - ვლადიმერ პუტინის“ წინააღმდეგ, როგორც ეს კიევს სურს“, - ნათქვამია სტატიაში.

მოკლედ, უკრაინის კონფლიქტის „საათი ჩართულია“. ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინის გამოფიტვისათვის აწარმოებს, უკვე პირველ ნაყოფს იღებს. ვოლოდიმირ ზელენსკი დაღვრემილია, კიევისადმი დასავლური სოლიდარობა მცირდება.

წყარო: https://www.elmundo.es/internacional/2023/09/24/650f0aa5e9cf4a455d8b4575.html

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის