USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
«Sky news»: „ყველაზე დიდი სიურპრიზი საფრანგეთის არჩევნების ისტორიაში“ (ანალიზი)
Date:  316

 „პროგნოზების მიუხედავად, 7 ივლისს საფრანგეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, მარინ ლე პენის პარტიამ „ეროვნულმა გაერთიანებამ“ მემარცხენეთა კოალიციას და ცენტრისტებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და პირველი ადგილის ნაცვლად, მესამე ადგილი მიიღო“, - ნათქვამია ბრიტანული ტელეარხის „სქაი ნიუსის“ (Sky news) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ყველაზე დიდი სიურპრიზი საფრანგეთის არჩევნების ისტორიაში“ (ავტორი - ადამ პარსოსნსი, პარიზელი კორესპონდენტი). „ანუ ქვეყანაში არ იქნება უკიდურესად მემარჯვენე მთავრობა, მაგრამ საფრანგეთს წინ პოლიტიკური უთანხმოება და არასტაბილურობა ელოდება“, - ხაზგასმულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის - ეროვნული კრების არჩევნების მეორე ტურმა, რომელიც 7 ივლისს  გაიმართა, გასაოცარი შედეგები მოიტანა. ეს არის, ალბათ, ყველაზე დიდი სიურპრიზი არჩევნების ისტორიაში: მისი წინასწარმეტყველება ვერვინ ვერ შეძლო - ვერც სოციოლოგებმა, ვერც საზოგადოებამ და ვერც პოლიტიკოსებმა.

საფრანგეთში ულტრამემარჯვენე მთავრობა არ იქნება, მაგრამ იქნება არასტაბილურობა და გაურკვევლობა. არჩევნებს, რომლებსაც სიტუაციაში სინათლე უნდა შეეტანა, საპირისპირო შედეგი მოიტანა. წინ ფრანგებს პოლიტიკური ჩიხები, ძველი წყენების გახსენება და ურთიერთბრალდებები ელოდებათ.

ნათელია მხოლოდ ის, რომ საფრანგეთის პარლამენტი სამ ფრაქციად იქნება გაყოფილი:

ყველაზე დიდი, მაგრამ არა აბსოლუტური უმრავლესობის მქონე, იქნება მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“. ცენტრისტულმა ჯგუფმა, რომელიც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ირგვლივ არის გაერთიანებული, ყველა ნეგატიური პროგნოზის მიუხედავად, მაინც შეძლო მეორე ადგილის დაკავება, ხოლო მარინ ლე პენის პარტიამ „ეროვნულმა გაერთიანებამ, რომელსაც აბსოლუტურ უმრავლესობას (ანუ 300-მდე სადეპუტატო ადგილის მოპოვებას უწინასწარმეტყველებდნენ), მხოლოდ მესამე ადგილის მოპოვება მოახერხა.

აქედანვე აშკარაა, რომ ფრაქციები ერთმანეთის მიმართ მტრულად იქნებიან განწყობილნი. შესაბამისად, კოალიციური მთავრობის შედგენა ძალიან ძნელი იქნება და ამ მიზნით მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდება.

ემანუელ მაკრონი, მაგალითად, უკვე დიდი ხნის განმავლობაში ზიზღით უყურებს ჟან-ლიუკ მელანშონს - მემარცხენე კოალიციის ყველაზე მსხვილი პარტიის - „დაუმორჩილებელი საფრაგეთის“ ლიდერს. ასევე საძულველია მაკრონისათვის მარინ ლე პენი და მისი პარტია ეროვნული გაერთიანება“. აღსანიშნავია, რომ ერთმანეთისადმი სიყვარულით არც მემარცხენე ბლოკის წევრები არ გამოირჩევიან - ჟან-ლიუკ მელანშონს განუდგნენ რიგი პარტიის ლიდერები მას შემდეგ, რაც მან პროვოკაციული კომენტარები გააკეთა ისრაელისა და არაბების მიმართ.

ამიტომაც, როცა „დაუმორჩილებელი ფრანგი“ ჟან-ლიუკ მელანშონი ითხოვს, რომ მისი წარმომადგენელი იქნას ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნული, მისი პარტნიორები ამას არ დათანხმდებიან. ვინ იქნება საფრანგეთის მთავრობის მეთაური? ეს ჯერ არავინ არ იცის და, ალბათ, საკმაო ხნის განმავლობაში უცნობი იქნება. გაბრიელ ატალმა, პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ემანუელ მაკრონის თანამზრახველია, უკვე გამოაცხადა, რომ პოსტიდან გადადგება, თუმცა, ალბათ, დროებით მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.

ეროვნული გაერთიანების ლიდერები მარინ ლე პენი და ჟორდან ბარდელა დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ პარიზისა და სხვა მსხვილი ქალაქების გარეთ - ქვეყნის სასოფლო რეგიონებში. პრინციპში, ეს რეალობა საერთო ჩარჩოებში ჯდება: საფრანგეთშიც ისეთივე სიტუაციაა, როგორც სხვა ქვეყნებში, სადაც პოპულისტი პოლიტიკოსები „ჰყვავიან“, მაგალითად, უნგრეთში. ქალაქებსა და სოფლებს შორის ამ მხრივ განხეთქილება არსებობს.

რა მოხდება წინ კონკრეტულად, არავინ იცის.

საფრანგეთი, მსოფლიოს ერთ-ერთიმდიდარი და გავლენიანი სახელმწიფო, არასტაბილურობის პერიოდში შევიდა“.

წყარო: https://news.sky.com/story/this-result-might-be-the-biggest-surprise-in-the-history-of-french-elections-13174861

 

 

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way