USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
"Sky News"- ბახმუტის აღების კამპანიის წარმოებისას, რუსეთმა 60 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა დაღუპულების და დაშავებულების სახით
თარიღი:  534

უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღების მცდელობისას რუსეთის 60 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვვარაუდობთ, რომ ბახმუტის აღების მცდელობა, სავარაუდოდ, რუსეთს დაუჯდა მინიმუმ 60 000 დაღუპული და დაშავებული ბახმუტ-პოპასნას სექტორში ერთი წლის ბრძოლის განმავლობაში“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

მისი განმარტებით, რაც შეეხება მხოლოდ დაღუპულებს, სავარაუდოდ, მათი რიცხვი, დასახელებული რაოდენობის დაახლოებით მესამედს შეადგენს.

ამასთან, ჟურნალისტების წყაროს თქმით, ქალაქი სტრატეგიულად უმნიშვნელოა და დასძინა, რომ დასავლეთის შეფასებით, უკრაინული შენაერთები ქალაქის მთავარი აშენებული ნაწილიდან გავიდნენ.

„ამასთან, ვხედავთ, რომ „ვაგნერის“ ძალები გაყვანის პროცესშია, ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის. ამ ძალოვანი ელემენტების ჩანაცვლება მოითხოვს მნიშვნელოვან ძალისხმევას, რუსეთის ისედაც გადატვირთული რეგულარული ძალებისგან", - აღნიშნა წყარომ.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის