USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Tbilisi
კვლევის შედეგად, 10 დასახელების ხორცპროდუქტში ქათმის ხორცის შემცველობა გამოვლინდა, რაც ეტიკეტზე მითითებული არ იყო
Date:  500
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ივლისში ხორცის სახეობრივი კვლევისთვის 26 ნიმუში აიღეს და გამოსაკვლევად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადააგზავნეს.
 კვლევა ჩატარდა ცხენის, ვირისა და ფრინველის ხორცის იდენტიფიცირებაზე. ლაბორატორიული კვლევის შედეგად სხვადასხვა დასახელების 10 ხორცპროდუქტში:
სოსისი „სპეც ივერია ვაკე“
სოსისი „ივერია სპეცი“
„მოხარშული ძეხვი მონადირული“
ძეხვი „ჩორიზო ნ/შ“
სოსისი „ფრანკფურტერი ექსტრა“
სოსისი „პეპერონი შებოლილ-მოხარშული“
სოსისი „ივერია ექსტრა“
„ააშიშხინე დელიკატესი“
 შაშხი „ბავარიული მოხარშულ-შებოლილი “
 სოსისი ივერია ,,ტკაცუნა"
გამოვლინდა ქათმის ხორცის შემცველობა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეტიკეტზე არ იყო მითითებული.
დარღვევის ყველა ფაქტთან დაკავშირებით სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ცხრილში - https://nfa.gov.ge/Ge/News/Details/336...
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way