USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
თბილისი
კვლევა: ევროპელთა 41 %-ს არასდროს სმენია მარკ რუტეს შესახებ, 45 %-ს რობერტა მეცოლას, 48 %-ს კი კაია კალასის შესახებ - ყველაზე ნაკლებად ცნობილია თავდაცვის ევროკომისარი, ანდრიუს კუბილიუსი
თარიღი:  483

ევროპის მოსახლეობის 40%-ზე მეტს არ სმენია ისეთი პოლიტიკოსების შესახებ, როგორებიც არიან ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი.

აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო ევროპული მოძრაობის (EMI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით ხდება ცნობილი.

როგორც კვლევის დასკვნაშია აღნიშნული, ევროპელთა 48%-სთვის კარგად არის ცნობილი ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის საქმიანობის შესახებ, ხოლო 23%-ს მის შესახებ სულ მცირე, სმენია. ამავდროულად, ბევრი წამყვანი პოლიტიკოსი ნაკლებად ცნობილია: გამოკითხულთა 41%-ს არასდროს სმენია მარკ რუტეს შესახებ, 45%-ს არასდროს სმენია ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას შესახებ, ხოლო 48%-ს არასდროს სმენია კაია კალასის შესახებ.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 21%-მა განაცხადა, რომ „საკმაოდ იცნობდა“ რუტეს საქმიანობას, 18% - მეცოლას და 14% - კალასის საქმიანობას. ევროკავშირის მთავარ პოლიტიკურ ფიგურებს შორის, ყველაზე ნაკლებად ცნობილია თავდაცვის ევროკომისარი, ანდრიუს კუბილიუსი: გამოკითხულთა 60%-ს არასდროს სმენია მის შესახებ.

საერთაშორისო ევროპული მოძრაობა (EMI) 1948 წელს მშვიდობის, დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ევროპის სამოქალაქო საზოგადოებას, დამსაქმებლებს, პროფკავშირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ თვითმმართველობასა და აკადემიურ წრეებს.

ორგანიზაციის მიერ 2025 წლის ივნისის თვის კვლევის საველე სამუშაოების პერიოდი 3-10 ივნისი იყო. გამოკითხვა ჩატარდა იტალიაში, პოლონეთში, შვედეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიასა და რუმინეთში, 18 წლიდან მოქალაქეებში ონლაინ-ინტერვიუს სახით.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის