USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
კვლევა - გამოკითხული ახალგაზრდების 46% ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებული არაა
дата:  509

გამოკითხული ახალგაზრდების 46% ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით არ არის დაინტერესებული, 45% კი - პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებულია, - ამის შესახებ ნათქვამია სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომლის ფარგლებშიც 10 მუნიციპალიტეტში ( დმანისი, გორი, ქობულეთი, ქუთაისი, მესტია, ონი, ოზურგეთი, სიღნაღი, თიანეთი, ბოლნისი) ახალგაზრდების საჭიროებების თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა. კვლევა სამ ასაკობრივ კატეგორიაში განხორციელდა: 14-17 წწ, 18-25 წწ და 26-29 წწ;

ამასთან, გამოკითხული ახალგაზრდების 34%-ის განცხადებით, სამოქალაქო აქტიურობის თვალსაზრისით აქტიური ან ძალიან აქტიურია, მეტ-ნაკლებად აქტიურად ახასიათებს თავს გამოკითხული ახალგაზრდების 41%, ხოლო 25% მიიჩნევს, რომ არ არის აქტიური.

„მათგან, ვინც აცხადებს რომ სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით არის აქტიური ან მეტ-ნაკლებად აქტიური, 37% ამბობს, რომ მონაწილეობა სოციალურ ქსელში გამართულ აქტივობებსა და ფორუმებში მიიღო, დაახლოებით მეხუთედი - 21% ამბობს, რომ მოისმინა მერის მომზადებული ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ, 17% აცხადებს, რომ არის საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი, 15%-მა გამოხატა აზრი მედიის (ტელევიზია, რადიო, ჟურნალ-გაზეთი) საშუალებით, 14% ამბობს, რომ მონაწილეობა მიიღო დასახლების საერთო კრებაში, 13-13% აცხადებს, რომ მიიღო მონაწილეობა საპროტესტო დემონსტრაციებში და ხელი მოაწერა პეტიციას.

- გამოკითხული ახალგაზრდების 46% ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით არ არის დაინტერესებული. 45% კი ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესებით დაინტერესებულია.

- დაახლოებით ყოველი მესამე გამოკითხული ახალგაზრდა (36%) ფიქრობს, რომ მათი მუნიციპალიტეტის პოლიტიკაში ახალგაზრდების ინტერესები გათვალისწინებული არ არის. რესპონდენტების იგივე რაოდენობა;

- 36% ფიქრობს, რომ მათი ინტერესები გათვალისწინებულია, 28%-მა კი არ იცის, რამდენად გათვალისწინებულია ახალგაზრდების ინტერესები მათი მუნიციპალიტეტის პოლიტიკაში“, - ნათქვამია კვლევაში.

экономика
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати