USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 24 – 30 ივნისი
дата:  444

ამ კვირაში რეკომენდებულია თქვენი ცხოვრებიდან მთლიანად გამორიცხოთ პესიმისტური განწყობები და რაც შეიძლება ხშირი კონტაქტი გქონდეთ ბუნებასთან. აბსოლუტურად არ არის საჭირო ნერვიულობა, სანამ სამყაროს მართავს მხურვალე ზაფხული და ბუნება თავად გიბიძგებთ, დიდი ოპტიმიზმით უყუროთ ყველაფერს, რაც ხდება,! ბუნებიდან უნდა გამოიტანოთ როგორც შთაგონება, ისე პოზიტიური დამოკიდებულება. თუ  თავისუფალ დროის დიდ ნაწილს მასთან კონტაქტში ატარებთ, ეს საუკეთესოდ აისახება თქვენს ნერვულ სისტემაზე, გარეგნობასა და, საერთოდ, კეთილდღეობაზე.

ვერძი

ამ კვირაში მოსალოდნელია დადებითი ტენდენციები ბევრ საკითხში. სამშაბათს, სავარაუდოდ, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება გავლენიანი ადამიანი და მალე  თქვენს კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყება. ხუთშაბათს შეგიძლიათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდოთ,  თუმცა მოსალოდნელია გარკვეული ზარალის ალბათობაც, ამიტომ გონივრულად მართეთ თქვენი სახსრები, ყოველგვარი იმპულსური მოქმედებების გარეშე. თქვენი გეგმები და განზრახვები ჯერჯერობით არავის გაუმხილოთ, თუ მათი განხორციელება ნამდვილად გსურთ. შაბათს შეეცადეთ სადმე წახვიდეთ სტუმრად, ან  თავად მიიწვიოთ ვინმე თქვენს აგარაკზე.

სასიკეთო დღეები: 24, 28.

არასასიკეთო დღე: 26.

 კურო

არ არის გამორიცხული, ამ კვირაში ვარსკვლავების გავლენამ თქვენს აზრებში გარკვეული დაბნეულობა შეიტანოს, რაც გადაწყვეტილების მიღებაში შეგიშლით ხელს. სანამ რაიმეს გადაწყვეტთ, ეცადეთ, კარგად დაისვენოთ და სიტუაციას მშვიდი გონებით  შეხედოთ. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს და ნუ დადებთ საეჭვო გარიგებებს. შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ თქვენი კრიტიკა სამართლიანი იქნება. შეეცადეთ, ცოტა ენერგია მაინც დაზოგოთ პირადი ცხოვრებისთვის და შაბათ-კვირას პაემანზე წახვიდეთ.

სასიკეთო დღეები: 25, 30.

არასასიკეთო დღე: 27.

 ტყუპი

ამ კვირაში ვარსკვლავები ბევრ სასიამოვნო მომენტს და კარგ ამბებს გპირდებიან. წარმატება გელით პროფესიულ სფეროში, სადაც ბევრი თქვენგანი შეძლებს გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები და შეასრულოს ვალდებულებები დათქმულ ვადაში. ზოგიერთ თქვენგანს მოუწევს კრიტიკის მოსმენა, მშვიდად მიიღეთ კრიტიკული შენიშვნები და თვითგანვითარებისთვის გამოიყენეთ. ფინანსურად სტაბილური პერიოდი გელით, თქვენი პირადი ცხოვრება კი ჰარმონიით და სიმშვიდით გაგახარებთ, თუ სამსახურსა და სახლს შორის ბალანსს იპოვით.

სასიკეთო დღეები: 26, 29.

არასასიკეთო დღე: 28.

კირჩხიბი

ამ კვირაში სავსე იქნებით ახალი იდეებით, რომელთა განხორციელებასაც უმოკლეს დროში შეძლებთ, ხელმძღვანელების მადლიერებას დაიმსახურებთ და კარიერულ პერსპექტივებს გაიუმჯობესებთ. ეს არის ხელსაყრელი პერიოდი თქვენი პოზიციის გასაძლიერებლად და უფრო მაღალი ზრდის ტემპებისთვის მოსამზადებლად. ხუთშაბათი კარგი დღეა კომუნიკაციისთვის, სწავლისთვის, მოლაპარაკებებისთვის. ვარსკვლავები სასიხარულო ამბებს მოუტანენ მათ, ვინც სამუშაოს ეძებს.  მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში ძალიან დატვირთული იქნებით, შეეცადეთ, სათანადო დრო დაუთმოთ ოჯახს. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას საყვარელ ადამიანებთან ერთად ბუნებაში გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 30.

ლომი

ამ კვირაში შეეცადეთ შეაფასოთ და გამოასწოროთ ბოლო დროს დაგროვილი შეცდომები, რაც საშუალებას მოგცემთ,  თავი  უფრო მსუბუქად და თავისუფლად იგრძნოთ. დიდად სავარაუდოა ახალი ნაცნობობა და შეხვედრები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს მომავალ ცხოვრებაზე. ფინანსურ სფეროში სტაბილურობა გარანტირებული გექნებათ, თუ ნაჩქარევ, იმპულსურ ქმედებებს არ მიმართავთ. არ არის გამორიცხული მოულოდნელი შემოსავალი, მაგალითად, ინვესტიციებიდან. შაბათ-კვირას სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ ახლობლებისგან.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 25.

ქალწული                                          

ამ კვირაში თქვენი ყველაზე საიდუმლო გეგმები და განზრახვები უნდა განახორციელოთ, თუმცა ზოგიერთ მათგანს ოდნავ კორექტირება დასჭირდება, რაც მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.  შეეცადეთ, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, კარგად დაფიქრდით და მერე იმოქმედეთ.  ხუთშაბათს უნდა მოერიდოთ  კონფლიქტურ  სიტუაციას ოჯახში. მაშინაც კი, თუ მართალი ხართ, დიდი ალბათობით, ვერ გაიმარჯვებთ. თუ შაბათ-კვირას მეგობრების წრეში გაატარებთ, ფრიად ღირებულ ინფორმაციას მიიღებთ.

სასიკეთო დღეები: 24, 28.

არასასიკეთო დღე: 26.

სასწორი

ამ კვირის დასაწყისში შესაძლოა მეგობრებისგან საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ, რაც ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით პროფესიულ საქმიანობაში. წარსული მიღწევები საშუალებას მოგცემთ, დაიწყოთ საკმაოდ პერსპექტიული ბიზნესი. საქმეების დაგეგმვისას მათი უმეტესობა ხუთშაბათსა და პარასკევისთვის მოინიშნეთ. სამშაბათს და კვირას სავარაუდოა მნიშვნელოვანი მოგზაურობები ან მივლინებები. შაბათს მოაგვარებთ ოჯახურ პრობლემებს, დაიწყება სრული ურთიერთგაგებისა და მშვიდად ყოფნის პერიოდი. გაგიჩნდებათ სურვილი, გააკეთოთ რაიმე სასიამოვნო თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.

სასიკეთო დღეები: 27, 30.

არასასიკეთო დღე: 28.

მორიელი

ამ კვირის დასაწყისში შეაჯამეთ და გააანალიზეთ მოვლენები. მიხვდებით, რომ უკვე ბევრს მიაღწიეთ და ბრწყინვალე პერსპექტივები იხსნება თქვენ წინაშე. ოთხშაბათი კარგი დღეა თქვენში ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად, შესანიშნავ ხასიათზე იქნებით, გართულებების  გარეშე უსაფრთხოდ განახორციელებთ ყველაზე ავანტიურისტულ გეგმებს. ვარსკვლავები სასიკეთო გავლენას მოახდენენ თქვენს ოჯახურ ურთიერთობებზე. ყველაფერი, რაც სახლში ხდება, წინასწარ პროგნოზირებადი იქნება და, დიდი ალბათობით, მხოლოდ  სიხარულს მოგიტანთ. შესანიშნავი შაბათ-კვირა გელოდებათ.

სასიკეთო დღეები: 26, 29.

არასასიკეთო დღე: 25.

 მშვილდოსანი

ამ კვირაში დაწყებული საქმეების დასრულებას უნდა ელოდოთ. ბევრი პრობლემა დაგიგროვდათ, რომელთა მოგვარებაც დაუყოვნებლად გჭირდებათ. კვირის დასაწყისში არ დაუშვათ, რომ მოულოდნელი სევდა და სასოწარკვეთა დაგეუფლოთ, მით უფრო, რომ ირგვლივ მომხდარი მოვლენები ძალიან პოზიტიური იქნება. ბიზნესმენებს, დიდი ალბათობით, მომგებიანი კონტრაქტები ელით. თქვენი შრომა და ინტელექტი დაფასდება და თქვენი კარიერა ახალ სიმაღლეებს მიაღწევს. პირად ცხოვრებაში მშვიდობა და ჰარმონია შენარჩუნდება, შვილები წარმატებებით გაგახარებენ.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 29.

თხის რქა

ამ კვირაში ბევრი მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ შედეგს  ცოტა დიდხანს უნდა დაელოდოთ. ყველაზე დატვირთული დღეები შეიძლება იყოს სამშაბათი და ოთხშაბათი. ხელმძღვანელები ძალიან კმაყოფილები იქნებიან თქვენით კვირის მეორე ნახევარში. გამოავლინეთ ნაკლები ემოცია, გამოიყენეთ თქვენი ანალიტიკური უნარი და შეძლებთ ადეკვატურად უპასუხოთ ნებისმიერ გამოწვევას. სახლში არსებული ატმოსფერო დადებითად აისახება თქვენს პროფესიულ საქმეებზე. კვირის ბოლოს შეეცადეთ, დაისვენოთ და ბევრი ახალი რამ ისწავლოთ, ამ დღეებში მოგზაურობა განსაკუთრებით ხელსაყრელია.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 26.

 მერწყული

ამ კვირაში პროფესიულ ცხოვრებაში, თქვენი ენერგიის წყალობით, ყველა დავალების შესრულებას მარტივად შეძლებთ და კარიერაში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწევთ, რასაც ხელს შეუწყობს ვარსკვლავების დადებითი გავლენა. სამშაბათს გაიზრდება კონტაქტებისა და სასარგებლო საქმიანი შეხვედრების რაოდენობა. შეგიძლიათ იპოვოთ საიმედო მოკავშირეები, თუ გამოავლენთ თქვენს დიპლომატიურ ნიჭსა და ზომიერებას გრძნობას. შაბათ-კვირას შეეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან.

სასიკეთო დღეები: 26, 30

არასასიკეთო დღე: 24.

 თევზები

კარგი განწყობა და მიღწეულით კმაყოფილება, ვარსკვლავების დადებით გავლენასთან ერთად, საშუალებას მოგცემთ, ამ კვირაში ნებისმიერ სტრესს გაუძლოთ და გამარჯვებული გამოხვიდეთ ნებისმიერი სიტუაციიდან. თქვენი პოზიტიური ხედვა სამყაროზე საშუალებას მოგცემთ, ყველაზე რთულ ამოცანებსაც კი გაუმკლავდეთ. მოგვიანებით სერიოზულად გამდიდრების შანსიც მოგეცემათ, რომელიც ხელიდან არაფრით არ უნდა გაუშვათ. ახლა კი დროა შვებულება აიღოთ  და შორეულ ქვეყნებში სამოგზაუროდ წახვიდეთ.

სასიკეთო დღეები: 25, 29.

არასასიკეთო დღე: 27.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати