წყარო:https://bm.ge/
გთავაზობთ, გასული კვირის (19 – 24 დეკემბერი, 2022) TOP -10 ეკონომიკურ მოვლენას.
1. 2022 წლის III კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა
2. 2022 წლის იანვარ-ნოემბრის საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა
3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 11.0%-ზე დატოვა
4. საქართველო შავი ზღვის ფსკერის შესწავლას 30 მილიონი ევროთი დააფინანსებს
5. ეკონომიკური თანამშრომლობისმიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საუდის არაბეთში
6. 2022 წლის III კვარტალში600 ლარამდე ხელფასი დაქირავებით დასაქმებულთა 21.8%-ს აქვს
7. იპოთეკური ობლიგაციების შესახებ კანონით კომერციულ ბანკებს მათი იპოთეკური პორტფელიდან ახალი ფასიანი ქაღალდების შექმნა შეეძლებათ
8. დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემაში ცვლილებები შედის
9. პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი
10. მთავრობამ 100 მილიონი ლარის შიდა ვალი აიღო.
1. 2022 წლის III კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა
2022 წლის III კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.4%-ით. ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (74.9%), ტრანსპორტი და დასაწყობება (29.0%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.8%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (34.7%), მშენებლობა (9.1%), დამამუშავებელი მრეწველობა (5.5%).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3I6gsM1 ; https://bit.ly/3jvsjsI
2. 2022 წლის იანვარ-ნოემბრის საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა
2022 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 31.8%-ით გაიზარდა და 5 037.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, 32.4%-ით არის გაზრდილი იმპორტის მაჩვენებელი, რომელიც ამ პერიოდში 11 981.1 მლნ. აშშ დოლარი იყო. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8% შეადგინა. საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა (მთლიანი ექსპორტის 18.5%), ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი მსუბუქი ავტომობილები იყო (11.6%).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3C0Zbjv ; https://bit.ly/3WrkN0s
3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 11%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 21 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11.0%-ზე დატოვა. არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები"-ს ინფორმაციით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 9.9 მილიარდი ლარის სესხები არის მიბმული, 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით კი ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 184400 სესხია გაცემული.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3HXAN63 ; https://bit.ly/3I2n1Pw
4. საქართველო შავი ზღვის ფსკერის შესწავლას 30 მილიონი ევროთი დააფინანსებს
საქართველომ, რუმინეთმა, აზერბაიჯანმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ახალი ენერგეტიკული კაბელის მშენებლობას ითვალისწინებს, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის სავარაუდო ღირებულება 2.3 მილიარდი ევროა. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2023 წელს უნდა დასრულდეს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, მთავრობა შავი ზღვის ფსკერის შესწავლას 30 მილიონი ევროთი დააფინანსებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3jtRbRB ; https://bit.ly/3WFTv6m ; https://bit.ly/3HZCkZe
5. ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საუდის არაბეთში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, პრემიერ-მინისტრს, მის სამეფო უდიდებულესობა პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუდის არაბეთის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ უფრო აქტიურად იქნეს ათვისებული საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის პოტენციალი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3YLFIwS ; https://bit.ly/3hNbOI2 ; https://bit.ly/3YQOvgQ ; https://bit.ly/3BYt1EY
6. 2022 წლის III კვარტალში 600 ლარამდე ხელფასი დაქირავებით დასაქმებულთა 21.8%-ს აქვს
PMC კვლევითი ცენტრის კვლევის მიხედვით, 2022 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 18%-ით შემცირდა. 2022 წლის III კვარტალში 600 ლარამდე ხელფასი, დაქირავებით დასაქმებულთა 21.8%-ს, 600 ლარიდან 1200 ლარამდე 28.2%-ს, 1200 ლარიდან 2400 ლარამდე 30.0%-ს, ხოლო 2400 ლარზე მაღალი ხელფასი 20.0%-ს ჰქონდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3vf9VH3
7. იპოთეკური ობლიგაციების შესახებ კანონით კომერციულ ბანკებს მათი იპოთეკური პორტფელიდან ახალი ფასიანი ქაღალდების შექმნა შეეძლებათ
საქართველოს პარლამენტმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონი დაამტკიცა, რაც გულისხმობს, რომ ბანკებს მათი იპოთეკური პორტფელიდან ახალი ფასიანი ქაღალდების შექმნა შეეძლებათ. იპოთეკური ობლიგაციები კი შესაბამისი იპოთეკური სესხებით იქნება დაცული. აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტი, საკრედიტო ინსტიტუტებს იაფი და სტაბილური ფინანსების მოზიდვის საშუალებას მისცემს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3vdwOL5 ; https://bit.ly/3PTjCo6
8. დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემაში ცვლილებები შედის
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ BMG-სთვის გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, დღგ-ის ის ზედმეტობა, რომელიც 2020 წლის ნოემბრამდე დაგროვდა, 31 დეკემბრიდან ასახულად დარჩება მხოლოდ გადამხდელის პირად ბარათზე. მათივე განცხადებით, აღნიშნული ცვლილება მხოლოდ მეწარმე სუბიექტების მცირე რაოდენობას შეეხება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3vg69gD
9. პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი
ბრიტანულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ, Block Energy-მ, პატარძეულთან ახლოს, სამხრეთ-დასავლეთით, ნავთობის ახალი მარაგები აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ კომპანია ჭაბურღილიდან ნავთობის მოპოვების პერსპექტივას ოქტომბრის ბოლომდე იკვლევდა, ხოლო ბოლო შემოწმებისას, ჭაბურღილის დღიურმა წარმადობამ 45 ბარელი შეადგინა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3jxOgag
10. მთავრობამ 100 მილიონი ლარის შიდა ვალი აიღო
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ობლიგაციების მორიგ აუქციონზე 10-წლიანი ვადიანობის 100 მილიონი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდი გაყიდა. აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3hUvJob