USD 2.6835
EUR 2.8762
RUB 2.8785
Tbilisi
კვარამ პენალტი მოიპოვა - ნაპოლიმ 'სან სიროზე' ჩემპიონი დაამარცხა
Date:  289

მილანი 1:2 ნაპოლი | გოლები: 0:1 პოლიტანო (55. პენ), 1:1 ჟირუ (69), 1:2 სიმეონე (78)

ხვიჩა კვარაცხელიამ საფეხბურთო "ლა სკალაშიც", ჯუზეპე მეაცას სახელობის ლეგენდარულ სტადიონზეც შესანიშნავი თამაში ჩაატარა. ნაპოლის ქართველ ფეხბურთელს მილანთან გოლი არ გაუტანია, მაგრამ თავისი გუნდის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. უფრო კონკრეტულად კი ხვიჩამ პენალტი მოიპოვა, რითაც ნეაპოლელებმა მილანში ანგარიში გახსნეს.

პირველ ტაიმში მილანის ფეხბურთელებმა 2 ყვითელი ბარათი მიიღეს და ორივე ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიმუშავა: ჯერ სიმონ კიაერი და მერე დავიდე კალაბრია გააყვითლა. საინტერესოა, რომ შესვენებაზე სტეფანო პიოლიმ ორივე მათგანი შეცვალა და მოედანზე მათ ნაცვლად სერჯინო დესტი და პიერ კალულუ შეიყვანა, თუმცა, მილანს ამ სვლამ არ უშველა.

51-ე წუთზე ხვიჩამ პენალტი გამოიმუშავა, როდესაც სერჯინო დესტი მოატყუა და ამერიკელმა ის საჯარიმოში წააქცია. მსაჯმა ჯერ კუთხურისკენ მიუთითა, თუმცა VAR-თან კონსულტაციების შედეგად, პენალტი დანიშნა და ამ მომენტისთვის დაწყებულ შეხლა-შემოხლაში რადე კრუნიჩი გააფრთხილა. პენალტი მატეო პოლიტანომ შეასრულა და გოლად აქცია.

ამის შემდეგ მილანი უფრო გააქტიურდა და 69-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ ტეო ერნანდესის პასით გათანაბრებაც მოახერხა, მაგრამ სტეფანო პიოლის გუნდმა ეს მუხტი ვერ გამოიყენა, რადგან 9 წუთში ნეაპოლელები ისევ წინ გავიდნენ: მარიო რუის იდეალური პასის მერე ჯოვანი სიმეონემ თავით გაიტანა და როგორც აღმოჩნდა, გამარჯვების გოლი შეაგდო.

ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა 87-ე წუთზე შეცვალა და თამამად შეგვიძლია ეს შეხვედრა 21 წლის ქართველის აქტივში შევიტანოთ, რადგან მართლაც გამორჩეული იყო და ეჭვგარეშეა, რომ უკვე ნაპოლის ლიდერია.

ამ გამარჯვების შედეგად ნაპოლიმ 17 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ბერგამოს ატალანტასთან ერთად ლიდერობს. კვარას სეზონში შესანიშნავი მონაგარი აქვს - 9 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი.

 

 

sport
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way