USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
კვარაცხელიას საგოლე პასი - ქართველი პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა
თარიღი:  985

ლიგა 1-ის 28-ე ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „ანჟე“ 1:0 დაამარცხა და ვადამდე მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

ხვიჩა კვარაცხელია ვირუსული ინფექციის შემდეგ დაბრუნდა და თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. დებიუტში ის მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, განივი გადაცემა გააკეთა, მაგრამ ბურთს მეკარე ფოფანა დაეუფლა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შესვენების შემდეგ პარიზელებმა შეტევები გააგრძელეს და „კვარას“ პასით დუემ გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ლუის ენრიკეს გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.

კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და მის ანგარიშზე პსჟ-ში ყველა ტურნირზე 16 მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

„პარი სენ ჟერმენი“ 9 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ასტონ ვილას“ უმასპინძლებს.

ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ 5 ლიგიდან ორის - იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

 

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის