USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Тбилиси
კურორტი შოვი ექიმ შამშე ლეჟავას წყალობით შეიქმნა
дата:  2283

კურორტ შოვის მშენებლობა დაიწყო 1923 წელს და ოთხი წლის შემდეგ პირველ დამსვენებლებსაც გაუმასპინძლდა. ერთ წელიწადში შოვი უკვე საკავშირო მნიშვნელობის კურორტი გახდა. შემდგომში აქ აღმოჩენილი იქნა 16 სახეობის მინერალური წყალი.. იგი მდებარეობს ზემო რაჭაში, მდინარე ჭანჭახის მარცხენა ნაპირზე, რომელიც მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადია.


შოვი ზღვის დონიდან 1650 მეტრზე მდებარეობს და ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, რომელთა საშუალო სიმაღლე 4000 მ აღემატება . სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით იკვეთება კავკასიონის ქედებით. ამგვარი განლაგება ტერიტორიას იცავს ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან.


შოვის ტერიტორია ცნობილია წიწვოვანი ტყეებით, სადაც ბევრია გარეული ფრინველი და ცხოველი: კავკასიური თხა, არჩვი, შველი, დათვი, მგელი, კვერნა, მელია, კურდღელი, ციყვი, ფოცხვერი, კავკასიური როჭო, გარეული კავკასიური ინდაური და სხვა.

შოვი განლაგებულია დას. საქართველოს ტენიან სუბტროპიკული რეგიონის ალპურ საკურორტო ზონაში და ხასიათდება მთის სუბტროპიკული კლიმატით. ჰაერის საშუალო ტემპერატურა +5 +4 გრადუსია, ფარდობითი ტენიანობა - 78%-80%, წლიური ნალექების რაოდენობა -1100 მმ.
ზამთარი შოვში საკმაოდ ცივია. ამ პერიოდის საშუალო ტემპერატურა მერყეობს -10 -13 გრადუსს შორის.


ზაფხული საკმაოდ გრილია. ყველაზე თბილი თვეებია ივლისი-აგვისტო, როდესაც ტემპერატურა მერყეობს +16-20 გრადუსს შორის. საერთოდ დღის განმავლობაში მზე 8-10 საათს ანათებს.

კურორტი შოვი, ამბროლაურის რაიონის სოფელ წკადისში 1876 წელს დაბადებული ექიმის შამშე ლეჟავას წყალობით შეიქმნა. შამშე ლეჟავამ სამედიცინო განათლება 1905-1910 წლებში ვენის უნივერსიტეტში მიიღო. ევროპაში ყოფნისას მან შეისწავლა კურორტები: ალანდი, დავოსი, ვილდუნგენი, ბადენი, კარლსბადი, ვალენზეე, აუსზეე და სხვები.
 
1913 წლიდან ლეჟავა იწყებს მუშაობას შოვში კურორტის დაარსების საკითხზე. 1925 წელს საძირკველი ჩაეყარა შოვის პირველი სანატორიუმის მშენებლობას. რამდენიმე წელში შოვში აშენდა ელექტროსადგური, კურორტის მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლი, პოლიკლინიკა, მეორე სანატორიუმი. კურორტს თავიდან შამშე ლეჟავას პატივსაცემად ,,შამშოვი" დაერქვა. კურორტი შამშოვი (შოვი) 1929 წელს გაიხსნა.
1937 წელს შამშე ლეჟავა დააპატიმრეს და ბრალად წარუდგინეს მემარჯვენე კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში მოღვაწეობა
და 1937 წლის 20 სექტემბერს დახვრტეს.
 
რეპრესირების შემდეგ კურორტს ,,შამ'' მოაშორეს და ,,შოვი'' დარჩა.
 
1956 წლის განჩინებით შამშე ლეჟავა რეაბილიტირებულია.
мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати