USD 2.6981
EUR 3.1150
RUB 3.3704
თბილისი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ელისო ბოლქვაძე აირჩიეს
თარიღი:  1197

დეპუტატი ელისო ბოლქვაძე პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.

ბოლქვაძე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და პარლამენტმა 80 ხმით დაამტკიცა.

ცნობისთვის, კულტურის სფერო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ფარგლებში შედიოდა, თუმცა “ქართულმა ოცნებამ“ კულტურის მიმართულების ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო. 

მსოფლიო
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა

ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა, - განცხადებას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თავდასხმა დრონის გამოყენებით განახორციელეს, რის შემდეგაც გემზე ხანძარი გაჩნდა.

„დრონით დარტყმა ჰორმუზის სრუტეში სიონისტურ რეჟიმთან დაკავშირებულ გემზე განხორციელდა. გემს, MSC Ishyka-ს ცეცხლი გაუჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ისრაელს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის