USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
კულინარიის ისტორიიდან - ვახო ბაბუნაშვილის ბლოგი
дата:  3336

ყველაფერს აქვს ისტორია, მაგრამ ისეთი მრავალფენოვანი, ყოველმხრივი და სახიერი (ფერები, სუნები, გემოები, ტრაგედიები თუ სიხარულები), როგორიც კულინარიის ისტორიაა, მე სხვა არ ვიცი. შეიძლება ამ სიტყვების შემდეგ ისტორიკოსების მოსისხლე მტერი გავხდე, შეიძლება რელიგიის ისტორიის შემსწავლელებმა ანათემას გადამცენ ან კიდევ სამეფო ოჯახების ისტორიის მოტრფიალეებმა თავიანთი „რაინდები”“ გამოგზავნონ ჩემს დასასჯელად, მაგრამ მე მაინც გავიმეორებ: კულინარიის ისტორია არის კაცობრიობის ისტორია!
ის მოიცავს ყველაფერს – პოლიტიკას, ხელოვნებას, რელიგიას, სამეფო თუ მდაბიოთა ოჯახებს, მეომრებს, მკვლელებს თუ ინტრიგანებს, მეცნიერებს, ქვეყნებს თუ მათ ეკონომიკას …

კულინარია ყველგანაა!
ამიტომ მინდა მოგიყვე კულინარიის შესახებ, მინდა ერთად ვიმოგზაუროთ დროში, აღმოვაჩინოთ ძველი რეცეპტები და ცოტა ხნით მაინც ვიგრძნოთ ის, თუ რას გრძნობდნენ ძველები.
ადამიანი, მისი სხეული, ჩასახვიდან იწყებს კვებას, მართალია გაუაზრებელს, მაგრამ ესეც კვებაა, რადგან დედის ორგანიზმიდან ვღებულობთ საკვებს. ემოციურ, შეგრძნებებზე დამყარებულ კვებას ვიწყებთ დაბადებიდან და მხოლოდ მას შემდეგ რაც ვიწყებთ აზროვნებას, ვიწყებთ გააზრებულ კვებასაც.


მოკლედ ჩვენ ვიკვებებით, ვჭამთ, ვსვამთ, ამით დიდ სიამოვნებას ვიღებთ და ამ სიამოვნებისთვის შესაბამის საკვებს ვეძებთ.
ჩვენი საკვები ასახავს უძველესი დროიდან ადამიანსა და მის გარშემო ბუნებას შორის ურთიერთობას.
კულინარიამ, ალბათ სანამ საბოლოოდ გადაიქცა დახვეწილ ხელოვნებად, მისი განვითარების გრძელი და რთული გზა დაიწყო ერთი მარტივი კერძით – კოცონზე შემწვარი ნანადირევით. ალბათ მას შემდეგ მილიონობით კერძი შეიქმნა, ათასობით გემოების ვარიაციები და კომბინაციები გაჩნდა. საზოგადოების დამოკიდებულება კულინარიის მიმართ სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა იყო – ზოგჯერ თვლიდნენ, რომ ეს იყო უბრალო აუცილებლობა, ზოგჯერ რელიგიური რიტუალი, ბოლოს კი დახვეწილ ხელოვნებად ჩამოყალიბდა.
ერთი და იგივე პერიოდშიც კი სხვადასხვა კულტურაში საკვებს ზოგან ღმერთების წილხვედრს უწოდებდნენ და უდიდეს სიამოვნებად თვლიდნენ, ზოგან კი მასზე საუბარიც კი უღირს საქციელად ითვლებოდა.


მაგალითად, სპარტაში საკვებთან თავშეკავებული დამოკიდებულება ჰქონდათ, თვლიდნენ რომ ცხოვრებაში, სამხედრო ლაშქრობაში და ომში საკვები მარტივი უნდა ყოფილიყო. იქვე, გვერდზე, ათენში კი – კულინარიულ-რელიგიური სარიტუალო დღესასწაულები ჰქონდათ: მაგ. ზეთის ხილის მარცვლებს დებდნენ მტრედში, მტრედს – ბეკეკაში, ბეკეკას – ცხვარში, ცხვარს – ხარში, ამ უკანასკნელს კი – დიდ შამფურზე წვავდნენ ღია ცეცხლზე. საბოლოოდ, ყველაზე პატივსაცემ სტუმარს სწორედ ის ჩათუშული ზეთის ხილი ხვდებოდა, რომელიც ამ კერძის საწყისი იყო.               

ძველი ბერძნები მზარეულობაშიც ნამდვილი ვირტუოზები იყვნენ. მათი ქმნილებები ხშირად პოეტების მუზა იყო და ზოგჯერ მზარეულები პოეტებზე მეტადაც კი ფასობდნენ. მაგალითად, ტირან ნიკომედს მიაწერენ სიტყვებს: - „მზარეული პოეტის თანასწორია“


თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფილოსოფიის და ასტრონომიის გარდა ბერძნებმა კულინარიაც აჩუქეს კაცობრიობას. კულინარია თანამედროვე გაგებით, ანუ საკვების მომზადების გამართული სისტემა, კულინარია, როგორც ხელოვნება. ბერძენმა მზარეულებმა შეძლეს ის, რაც ვერ შეძლეს ბერძენმა მეომრებმა, კერძოდ მათ დაიპყრეს რომი, მსოფლიოს დედაქალაქი. მათ რომაელებს ასწავლეს მზარეულის ხელოვნება.
რომში მზარეულები პატივში ჰყავდათ. ხშირად მათზე იყო დამოკიდებული ამა თუ იმ დიდგვაროვანთა სახლის პრესტიჟი. თავად სიტყვა „კულინარიაც“ ლათინური „კულინა“-დან მოდის, რაც სამზარეულოს ნიშნავს.


პირველი კულინარიული სკოლებიც რომში დააარსეს იმპერატორ აუგუსტუსის და ტიბერიუსის დროს. ამ სკოლებს ხელმძღვანელობდა სამზარეულოს ჯადოქარი, დიდი მზარეული და გურმანი მარკუს გაბიუს აპიციი. დიდი უცნაური კაცი იყო ეს აპიციი. მთელი თავისი სიმდიდრე კულინარიულ გამაბრუებელ თავგადასვლებში და ეგზოტიკურ კერძებში დახარჯა და ბოლოს, როცა მიხვდა, რომ ფული მხოლოდ ჩვეულებრივი საკვებისთვის დარჩა, შიშისგან თავი მოიკლა.


დიდი გურმანები იყვენენ რომის იმპერატორებიც, მაგ. იმპერატორი ვიტელიუსი, მიუხედავად თავისი ხანმოკლე მართველობისა (მან მხოლოდ 8 თვე მართა იმპერია), ისტორიაში თავისი უმდიდრესი სუფრებითაც შევიდა. მისი მმართველობის დროს ზოგი კერძი მთელი ქონება ღირდა: კერძი, რომლესაც ამზადებდნენ ხოხბის და ფარშევანგის ტვინისგან, ფლამინგოს ენისა და იმ დროისთვისაც კი უიშვიათესი სახეობის თევზების ღვიძლისგან, ნამდვილად მხოლოდ რჩეულების ხვედრი იყო. ალბათ ასეთივე ღორმუცელა და ხარბი იყო პოლიტიკაშიც: ვიტელიუსმა მის მტერთან მისთვისვე სარფიანი შეთანხმება დაარღვია, რის გამოც მას სასტიკად გაუსწორდნენ, თავი მოკვეთეს და მთელი რომი შემოატარეს

კარგი, ცუდი ამბები ვიტელიუსს გავაყოლოთ …
რომი სავსე იყო „თერმოპოლიუმებით“, პატარა ტავერნის მსგავსი ადგილებით, სადაც სთავაზობდნენ ცხელ საჭმელს და სუნელებიან ღვინოს. სახელწოდებაც თავისი შინაარსიდან მოდის: ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის შემოგთავაზებენ ცხელ საჭმელს. თერმოპოლიუმ ბერძნულად ნიშნავს – „ცხელს ვყიდი." თერმოპოლიუმი“ პატარა ოთახი იყო, რომელიც დახლით პირდაპირ ქუჩაზე გამოდიოდა. მასიურ დახლზე ნახვრეტებში თიხის ქვაბები იყო ჩაშენებული, რომლებიცქვედა ნაწილით წყალში იყო მოთავსებული, რაც თავის მხრივ ქვევიდან ცეცხლით ცხელდებოდა. ამის გამო საჭმელი მუდამ ცხელი იყო. დღესაც, მთელს მსოფლიოში ზუსტად ამავე პრინციპით მუშაობს სასადილოებში და სწრაფი კვების ობიექტებში „ცხელი ხაზის“ სისტემა. ოთახის შიგნით ცეცხლზე მზადდებოდა საკმაოდ მარტივი კერძები: სხვადასხვა ჯიშის ბარდა, ცხელ წყალთან გაზავებული სუნელებიანი ღვინო. კლიენტები ძირითადად ფეხზე მდგომარე იკვებებოდნენ. „თერმოპოლიუმები“ რაღაცით ჩვენს ძველ სახინკლეებს წააგავდნენ. ვისაც არ გახსოვთ, ბევრიც დაგიკარგავთ.


პური და ცომეული უძველესი მსოფლიოს კვების ძირითადი პროდუქტი იყო. მისგან ამზადებდნენ სუპებს, ფაფებს. მაგალითად: ფქვილის, თაფლის, მარილის, ზეითუნის ზეთის და წყლის ნაზავი ან ფქვილი, გახეხილი ყველი და თაფლი – დამეთანხმებით, არც ისე არქაულად ჟღერს ეს რეცეპტები და არც ქართული სამზარეულოსთვისაა ეს სურსათი და მათი ერთმანეთთან ნაზავი უცხო.
რომში უკვე ჰქონდათ ქერის ფქვილი და მისგან გამომცხვარი პურიც, რომელიც დღეს ჩვეულებრივ ხორბლის პურზე უფრო ძვირია და არც მთლად იოლია მისი შოვნა, არადა რომში ქერის პური ღარიბი ხალხის საჭმელი იყო.

რომს ეკუთვნის კომბოსტოს პოპულარიაზციაც მთელს მსოფლიოში. კომბოსტოს და ჭარხლის სუპი (უკრაინული „ბორშის“ წინაპარი) უხეში, უამრავი სიკვდილის და უბედურების მნახველი ჯარისკაცისთვის ყველაზე თბილ და ახლობელ მეგობრად იქცა. სწორედ ამ ჯარიცკაცებმა გააცნეს მსოფლიოს კომბოსტო და შესაბამისად „ბორში“.

რომიდან იწყება სალათების თავბრუსდამხვევი ისტორიაც. თავიდან დაჭრილი მწვანილების და ხახვის კომბინაციას თაფლს, ძმარს და მარილს უმატებდნენ, ზოგჯერ ზეითუნის ზეთითაც ალამაზებდნენ ამ პირველყოფილი სალათის გემოს. ასე რომ, სალათას 2500 წლიანი ისტორია აქვს, მაგრამ მიუხედავად ასეთი ასაკისა, იგი ევროპაში მხოლოდ მე-16 საუკუნის ბოლოდან გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც საფრანგეთში შევიდა, თავდაპირველად როგორც სამეფო წვეულებებზე შემწვარი ხორცის ლამაზი და გამაცოცხლებელი საკაზმი და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც დამოუკიდებელი კერძის სახე მიიღო, გამდიდრდა ფრანგული შტრიხებით, თავმომწონე სალათმა დაიპყრო მთელი მსოფლიო. აღმოსავლეთში კიდევ უფრო გვიან, მაგალითად ჩინეთში, სალათები მხოლოდ მე-19 საუკუნიდან გამოჩნდა. მოკლედ, მიუხედავად დიდი ისტორიისა, სალათი მაინც ახალგაზრდა კერძია, მას კიდევ ბევრი აქვს გასავლელი და შეიძლება შენც გახდე ერთ-ერთი მისი ნათლია.

დღეს მინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი უძველესი და მარტივი რეცეპტი, რომელიც ძველ რომში გამოგზაურებთ. როგორც ამბობენ, ამ საკმაზს, რომელსაც მორეტუმი (Moretum) ერქვა, რომის მოქალაქეები საუზმეზე უსვამდნენ პურზე. რეცეპტმა ჩვენამდე მოაღწია ამავე სახელწოდების ლექსის – Moretum სახით, რომელსაც აქ, რა თქმა უნდა, არ მოვიყვან, მაგრამ შევეცდები მისი გათანამედროვებული ვარიანტი შემოგთავაზოთ:

დაგჭირდებათ:
* 300 გრ. ყველი
* 20-30 გრ. ნიახური (მხოლოდ ფოთლები)
* 4 კბილი ნიორი
* 1.5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
* 1 ჩ.კ. ძმარი „ბალზამიკო“
* მარილი – გემოვნებით
(თუ მოგესურვებათ, ცოტათი ქართული გემოც მისცეთ, დაამატეთ 2-3 ღერო ტარხუნა)

მომზადების წესი:
დახეხეთ ყველი, ნიორი და მწვანილი კი დაკეპეთ. ეს ყველაფერი სანაყში კარგად დანაყეთ ან „ბლენდერში“ ათქვიფეთ ერთიანი მასის მიღებამდე. თქვეფისას დაამატეთ ზეთი და ძმარი და საკმაზიც მზადაა. შეგიძლიათ შეინახოთ თავდახურული ჭურჭლით მაცივარში და 1 კვირის მანძილზე მიირთვათ.
რომში „მორეტუმს“ ტრადიციულად პურზე უსვამდნენ. შეგიძლიათ იგი გახუხული პურის ნაჭერზე წაუსვათ, ან, მაგალითად, „პასტაში“ გაურიოთ ან შემწვარ კარტოფილს მოასხათ… მიენდეთ თქვენს ფანტაზიას და ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენ.
ისიამოვნეთ!

http://culinartmagazine.com/

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати