USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Tbilisi
"კულა • Kula"-ს განცხადება რუსულ წარწერასთან დაკავშირებით - მათი (ფსევდოპატრიოტების) კულტურა და განვითარება „ვაზელინით“ იწყება და მთავრდება
Date:  2109
გვინდა გამოვეხმაუროთ ჩვენი კომპანიის მიმართ რამდენიმე დღის წინ „ვითომც“ პატრიოტების მიერ დაწყებულ კამპანიას.
პირველ რიგში მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა იმ ქართველს და ჩვენს გულშემატკივარს, რომლებიც არამხოლოდ არ აყვნენ პროვოკაციას, არამედ მოგვწერეს მხარდაჭერის მრავალი წერილი იმისთვის, რომ ქართული წარმოება განვითარდეს და თუ რაიმე შეცდომებია გამოსწორდეს.
დიდი მადლობა თქვენ და სიმართლის გაგების შემდეგ, არაა საჭირო მათი ლანძღვა. ბევრი მათგანი უნებლიეთ შეიყვანეს შეცდომაში.
ახლა იმ ფსევდოპატრიოტებს, რომლებიც რუსული ხორბლით დამზადებულ პურს მიირთმევენ, რუსული ზეთით ამზადებენ კერძებს, რუსული შაქრით ატკბობენ სასმელებს და ტკბილეულს, რუსულ საწვავს ასხამენ მანქანებში, სადაც გადახდილი თანხების 90% მიდის რუს ოკუპანტებთან და ხმას არ იღებენ. ხოლო მათი კულტურა და განვითარება „ვაზელინით“ იწყება და მთავრდება. ჩვენ კი გვებრძვიან. ჩვენ, ვინც ქართველი ფერმერებისგან ვიბარებთ ვაშლს, ვამუშავებთ და 30-ზე მეტ ქვეყანაში ვაგზავნით ექსპორტზე.
გვინდა გითხრათ, იმისთვის რომ ქართველი ფერმერის მოყვანილი ვაშლი არ გაფუჭდეს და მათმა ოჯახებმა მიიღონ შემოსავალი და კიდევ გააშენონ ბაღები; ჩვენი კომპანია განვითარდეს და არა რამდენიმე მილიონი ლარი, არამედ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეიტანოს ბიუჯეტში და ამით ქართული ეკონომიკა გაძლიერდეს; ჩვენი შეტანილი თანხებით მრავალი სოციალური პროექტი დაფინანსდეს, გაიცეს პენსიები და ამ თანხის 20-25%-ით საქართველოს თავდაცვის უნარიანობა გაძლიერდეს. ამ ყველაფრისთვის მზად ვართ ვებრძოლოთ არა მარტო მათ, ვინც შეგნებულად, გულუბრყვილობით ან უცოდინრობით აკეთებენ ამას, არამედ მათაც ვინც ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქცია.
ჩვენ საერთაშორისო კომპანია ვართ და ქართული ენის გარდა, რაც უმთავრესია ჩვენთვის, სხვა ბევრ ენაზე გვიწერია ინფორმაცია ეტიკეტზე. მათ კი სურათები შეფუთვის მხოლოდ იმ ნაწილს გადაუღეს, რომელიც მეტ რეზონანს და სიძულვილს გამოიწვევდა და ეცადნენ ამით ქულები დაეწერათ. შეფუთვას დიდი ასოებით ვაშლი და APPLE აწერია. ეს ვერ დაინახეს და ახლა შეუძლიათ დანახვა.
რაც შეეხება „კირილიცას“, ეს ალფავიტი ოკუპანტი ქვეყნის გარდა, ოფიციალურად გამოიყენება უკრაინაში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, სერბეთში, ჩერნოგორიაში, მაკედონიაში, ბოსნია ჰერცოგოვინაში და მონღოლეთშიც კი. ამ ქვეყნების უმეტეს ნაწილში ჩვენ ვახორციელებთ ექსპორტს.
წარმოგიდგენთ იმ ვაშლის წვენის სურათს, რომლითაც დაიწყეს სპეკულაცია და ქულების დაწერა. ეს ჩვენი სტანდარტული შეფუთვაა, რომელიც რამდენიმე მილიონიანი ტირაჟით იბეჭდება და იგზავნება საზღვარგარეთ.
ასევე გვინდა ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ვაშლის წვენი არასდროს გაგვიგზავნია რუსეთში და რუსეთი არ წარმოადგენს ჩვენს სტრატეგიულ მიმართულებას.
ჩვენ ამ საკითხზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებთ, მხოლოდ ჩვენი ვაშლის და სხვა ხილის წვენის რამდენიმე შეფუთვას ვაქვეყნებთ.
დიდი მადლობა ჩვენი პროდუქციის რეკლამირებისათვის.
მათ ვინც მხარი დაგვიჭირა და გულითადი რჩვები მოგვცა, დიდ მადლობას ვუხდით და პირობას გაძლევთ, რომ შემდეგში აუცილებლად ამოვიღებთ „კირილიცას“ ჩვენი შეფუთვიდან.
tbilisi
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way