USD 2.6936
EUR 3.1464
RUB 3.5993
თბილისი
კრწანისში წყალარინების სისტემის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება
თარიღი:  
რუსთავის გზატკეცილი 267ა-ს მცხოვრებლებმა კრწანისის რაიონის გამგეობას წყალარინების სისტემის მოწესრიგების თხოვნით მიმართეს.
ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, სამუშაოები "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში დაიწყო.
 
ძალიან მალე კორპუსის მცხოვრებლებს სრულად გამართული წყალარინების სისტემა ექნებათ, რადგან სამუშაოების ფარგლებში, ძველი მილები სრულად ჩანაცვლდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების მილებით.
 
სამუშაოებისთვის კრწანისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 58 000 ლარამდეა გათვალისწინებული.
 
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო.
 
მიმდინარე წელს, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია 12 მისამართზე განხორციელდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 225 187 ლარი დაიხარჯა.
მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის