USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Тбилиси
კრწანისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება
дата:  363
კრწანისის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.
ფონიჭალაში, სურგულაძის 36-ის მიმდებარედ უკვე დასრულდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოეწყო გაბიონის კალათის კედელი, ავტობუსის გაჩერების თარგი, ტროტუარები, გამწვანების თარგები, სარწყავი სისტემა და დაირგო 22 ძირი ნერგი.
გამგეობის მიერ შესრულებული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 300 000 ლარამდე გამოიყო.
გამგეობასთან ერთად, ადგილზე თბილისის საქალაქო სამსახურებმაც იმუშავა. მოეწყო განათება, ავტობუსის გაჩერება და დაიხაზა მიმდებარე ტერიტორია.
დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, კრწანისის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძეთან და მაჟორიტარ
დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати