USD 2.7166
EUR 3.1483
RUB 3.3710
თბილისი
კრწანისის რაიონში წყალარინების სამუშაოები მიმდინარეობს
თარიღი:  843
"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, კრწანისის რაიონში წყალარინების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ძველი წყალარინების სისტემა თანამედროვე მილებით იცვლება.
 
ამ ეტაპზე, სამუშაოები რამდენიმე მისამართზე ერთდროულად ხორციელდება. სადგურის ქ. N57 და ფონიჭალა 3, კორპუსი N26-ის მიმდებარედ, მიმდინარე სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად, გაეცნო.
 
ამ მისამართებზე სამუშაოების შესასრულებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 131 000 ლარამდეა გათვალისწინებული.
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის