USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
კრწანისის რაიონში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა
 1376
კრწანისის რაიონში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
 
გამგეობის ორგანიზებით, რაიონის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის მასტერკლასი ჩატარდა. მწერალმა გურამ მეგრელიშვილმა მოსწავლეებს აუხსნა, როგორ იქმნება მხატვრული ნაწარმოები. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს დიპლომები და მწერლის, გურამ მეგრელიშვილის წიგნი „მკითხველის მეგზური“ გადაეცათ.
 
პროექტის მიზანია მოსწავლეებში წერისა და კითხვის უნარების გაუმჯობესება. ღონისძიებას კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესწრებოდა.
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way