USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Тбилиси
კრწანისის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
дата:  512

კრწანისის რაიონში, გორგასალის N111-სა და კრწანისის N16-ში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

კრწანისის ქუჩაზე იცვლება სტადიონის საფარი და მაგრდება ხის ლარტყები. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 100 000 ლარს შეადგენს.
პარალელურად მიმდინარეობს გორგასლის N111-ში მდებარე სპორტული მოედნის რეაბილიტაციაც.
სამუშაოების ფარგლებში, გაილესა და მოიხატა მიმდებარე კედელი, დაემატა ხის ლარტყები და მოეწყო ტრიბუნა. პროექტის ღირებულება 130 000 ლარამდეა.

მიმდინარე სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო.

мир
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати