USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
კრწანისის რაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
Date:  465

კრწანისის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რუსთავის გზატკეცილზე, N34-N40-ში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტს კომპანია "ახალი ჯგუფი" ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, 1200 კვ/მ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ეწყობა. სამუშაოების ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე საბა პატაშური გაეცნო.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way