USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
კრწანისის რაიონში რამდენიმე მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა
Date:  
"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, კრწანისის რაიონში რამდენიმე მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.
კრწანისის 16, კორპ.1-ის მოსახლეობას სახურავისა და წყალსაწრეტი მილების პრობლემა აწუხებდა. ამხანაგობის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე, ადგილზე შეკეთდა სახურავი და წყალსაწრეტი მილები.
წყალსაწრეტი მილები შეიცვალა კიდევ ერთ მისამართზე. იერუსალიმის 2/5/36-ში ძველი დაზიანებული მილი კედელს ასველებდა, რის გამოც მოსახლეობამ გამგეობას მიმართა.
სამუშაოების შესასრულებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 15 000 ლარამდე გამოიყო.
დასრულებულ სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე შოთა ბერიძე გაეცნო.
tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way